იცით რაშია ჩვენი პრობლემა? უმეცრებაში.
დაგიმარცვლავთ: უ მ ე ც რ ე ბ ა შ ი .
არა, ჯობდა სხვა ქოლორით დამეხატა.
Fაქ ტრედიშენს, ბი ქუულ ბეიბი.
აი ეხლა ცოტა კონკრეტულად ახსენი შენი პოსტის შინაარსი, გარდა იმისა რომ "ქართულ ტრადიციებს" დასცინი, სხვა ვერაფერს ვხედავ. დიდი სურვილი მიჩნდება შენსავე თემაში მოგახდევინო ბოდიში.
შენ იცი თუ არა რომ ამერიკელები, (ძაან დიდ პატივს რომ სცემთ) პირდაღებულები უყურებენ ქართულ ჩოხას, სუვენირებად მიაქვთ და ამაში ათასობით დოლარს ყრიან.
მთელი ევროპა ფეხზედამდგარი უკრავდა ტაშს ერისიონის კონცერტებს, ვეფხისტყაოსანი, მეთორმეტე საუკუნეში დაწერილი, დღესაც აოცებს მთელ მსოფლიოს.
ჯერ კიდევ 70-იანებში დუმბაძე წერდა თუ როგორ ეძებდნენ ამერიკის მოქალაქეები საკუთარ ფესვებს, წინაბრებს და წარმომავლობას. ძალიან ბევრ მათგანს საკუთარი საგვარეულო შტოს რუკები აქვს და ამით ამაყობს.
ხალხი ისტორიებს იქმნის, იგონებს, რომ იამაყოს ამ, თავიანთი მოგონილიც ისტორიით მაინც. იღებენ ფილმებს, ცდილობენ შეიყვარონ და იცოდნენ.
იცით რატომ? მათ უნდათ ფესვები ჰქონდეთ, ძლიერი ფესვები, იმიტომ რომ ბოძი და სარი ფოთლებს ვერ გამოისხამს.
"ფესვებს" მაინც უყურეთ და დაფიქრდით, იქნებ ღირს თუ არ გეყვარებათ თქვენი ტრადიციები, არ დასცინოთ მაინც.
მართლა ვაი ჩვენ რომ "მურთაზული" უაზრო შეხედულებების გარდა სხვა არაფერი შემოგვრჩა და ახალს კარგს კიარა, ცუდს ვსწავლობთ.
რათქმაუნდა ცუდიც გვქონდა და ალბათ ბევრი, მაგრამ კარგიც ხომ ბევრი გვქონდა? ცუდი შევცვალოთ, კარგი შევიყვაროთ და არ დავივიწყოთ არ ჯობია? არა, არ ჯობია, ჯობია ჩოხაზე ვიკაიფოთ, კონსტანტინე გამსახურდია ჩოხით რომ დაიდიოდა ჩვენზე ნაკლები იყო? ნაკლები კიარა მისი მეათასედი ადამიანები რომ ვიყოთ ქვეყანა ბედნიერი იქნებოდა.
რა აზრი აქვს, ეხლა მეც უნდა დამცინონ ამ პოსტის გამო მაგრამ ძალიან მოშნად მკიდია, ჩემი სათქმელი ვთქვი მე.
salomedvaliკაკრას გული მერევა, კაკ რას! მაგრამ წრეში ტრიალისგან არა ჯიგარო, ბევრის დანახვისგან.
This post has been edited by lemona on 20 Jun 2008, 15:03