#19739769 · 22 May 2010, 09:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გადაამეტოს სტუმართან მიმართებაში, მარა ზოგადად სტუმარ მასპინძლობა ზუსტად ისეთი ვიცით როგორიც საჭიროა |
"დილით ოქრო ხარ სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი..."
| QUOTE | | ქალს როცა ჩვენთან არ ეკითხებოდნენ არაფერს არც სხვა ქვეყნებში იკლავდნენ დიდად თავს |
ჰოდა რატომ უნდა მოგვქონდეს თავი ქალთან მოპყრობით, როცა ეს მოპყრობა ისეთივეა, როგორც სხვა ქვეყნებში?
| QUOTE | | შვილის ან დის საქმეში ჩარევა კიდე სხვის საქმეში ჩარევა არაა და რაღაც დოზით საჭიროცაა. |
ეგ რაღაც დოზით ჩარევა არაა. ქალი საკუთარ საქმეში ვერანაირი დოზით ვერ ერეოდა, ეგაა უბედურება.შეცდლომაა, კაციები კი არ ერეოდნენ, პირდაპირ კაცები წყვეტდნენ, ქალი კი ვერც ერეოდა, ვერანაირი დოზით.
| QUOTE | | თუნდაც ქართულ ცეკვაში ჩანს ქალის პატივისცემა. |
შენ თუ გინდა, ცეკვაში ეძებე ქალთან მოპყრობის დამახასიათებელი ნიშნები, მე იმას შევხედავ, მენსტრუაციის დროს ქალები რომ გომურში იყვნენ ხოლმე გამოკეტილები, როგორც უწმინდურები.
| QUOTE | | ზოგადსაკაცობრიოა მარა ნურავინ დაიკვეხნის ჩვენზე უფრო მეტად ჰქონდეს ეგ ღირებულებები განვითარებული. |
როგორ გეკადრებათ. თქვენ რა, ყველა ქვეყნის ისტორია იცით? იცით სხვაგან როგორ სწირავდნენ თავს თავიანთი ქვეყნებისთვის? იაპონელები ტყვედ რომ ჩავარდებოდნენ, საიდუმლო რომ არ გაეცათ, საკუთარ ენას კბილებით მოიკვეთდნენ ხოლმე. თანგანწირვა აკლდათ თუ ერთგულება? ან საკუთარი ქვეყნისთვის სხვას არავის უბრძოლია? თავი არავის გაუწირავს? საუკუნე არ გასულა ომების გარეშე. ის კი არა, მგონი ნახევარი საუკუნეც არ ყოფილა, რომ სადმე ომი არ ყოფილიყო. თუ დამპყრობლები იყვნენ, ისინიც ხომ იყვნენ, ვინც ამ დმპყრობლებს აკვდებოდნენ და საკუთარი მკერდით იცავდნენ სამშობლოს?
| QUOTE | და ეკონომიკური რო იყოს შენ ხარ ვენახი არ დაიწერებოდა.
|
ეგ რაღა შუაშია? მე ვამბობ, რომ ვაზის მოყვანისა და მოვლის გაძნელება დღესდღეობით დაკავშირებულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, და არა იმასთან, რომ ხალხმა ეს ტრადიცია დაკარგა.
როგორც თავად თქვი, ერთეული გამონაკლისის გარდა თავი არც არავის დაუნებებია. მაშინ რაღა პრობლემაა?
--------------------
"Mystery is important. To know everything, to know the whole truth is dull. There is no magic in that. Magic is not knowing, magic is wondering about what and how and where..." - - The Longest Journey
|