ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი და ეს დამეწერა:
აბა მოემზადეთ მორიგი ისტორიისთვის.. (დღევანდელი ამბავია)
დილა იყო (ნუ, ჩემთვის), ჰოდა ახალგაღვიძებულზე აზროვნებაში მოვიკოჭლებ. მარჯანიშვილიდან სამედიცინოსკენ მიმავალი მარშუტკის მაგივრად თსუ-სკენ მიმავალ #59 ავტობუსში ავედი. ავედი თუ არა ვიღაც ბიჭი (ამჯერად ახალგაზრდა) მეცა

და... აააააააააააააააა ფეხზე მოწებება და ნელი მოძრაობა დაიწყო. გავგიჟდი, ესე უცებ თქო?

ჰოდა შეიძლება მეჩვენება და მართლა წიკები დამეწყო მეთქი და გვერდზე გავიწიე. თან შევხედე. თან წინა კაცებისგან განსხვავებით ძალიან ახალგაზრდა იყო, ასე 22-24 წლის იქნებოდა.
სურათიც გადავუღე ჩემი საცოდავი ტელეფონით. სამწუხაროდ უკეთესად ვერ შევძელი.
.jpg)
ჰოდა გაიწია ეს ბიჭიც. ეხლა, უცებ გამოვფხიზლდი, მაგრამ იმას მაინც ვერ მივხვდი, რომ სულ სხვაგან მივდიოდი. მთელი ჩემი ყურადღება ამ საკვლევი ობიექტისკენ იყო მიმართული. სხვასთან მივიდა. აშკარად შეაწუხა ის ქალიც (საკმაოდ ასაკიანი

) და იმანაც რო შეხედა, მხარზე მომიკაკუნა გამატარეო და ახალგაზრდა საცოდავი გოგოსკენ გაეშურა. აი მაგ დროს კი ბევრი ვეცადე სურათი გადამეღო და თქვენთვის დამენახებინა, რომ ისინი ავადმყოფები არიან და არაფერი მეჩვენება. მაგრამ, ვერ გადავიღე

ჰოდა იმ გოგომაც საწყლად რომ შეხედა და მძღოლის კაბინას მიეწება, უკვე ნერვები მომეშალა და იმ ბიჭს უკვე მე მივუკაკუნე ზურგზე - შემდეგ გაჩერებაზე ჩახვალ მეთქი.
დაიბნა. ჯერ ვერაფერი თქვა, მერე - რატოო? და ცოტა თვალებიც გაუფართოვდა (ჰეჰეჰე). - გირჩევნია ჩახვიდე მეთქი ისე ვუთხარი, ყველანაირ ხმამაღალ ხმაზე უფრო მეტად იმოქმედა. გაიხედა, აღარ შემომხედა და იმ წუთას გაჩერდა ავტობუსი, ეს კიდე ჩავიდა. ფული არც გადაუხდია.
იმ გოგომ შემომხედა და გამიღიმა

ჰოდა მე, სწორედ იმ წუთას - სიამაყით ავსებულს, რომ ესეთი გმირობა ჩავიდინე - გამახსენდა, რომ ამ ავტობუსში არ უნდა ავსულიყავი...
The end.
This post has been edited by BlackGlance on 8 Feb 2008, 19:24