ბიჭი ვარ, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როცა გოგო ან ბიჭი ცდილობს არა მარტო ლაპარაკით შემაბას, არამედ შემეხოს კიდევაც.
ერთხელ, მეტროთი მგზავრობისას (მეტროთი ხშირათ ვმგზავრობ, ძირითადად ეს არის ჩემი სამგზავრო საშუალება, კომფორტულად ვგრძნობ თავს და იმიტომ) ჭყლეტვაში, ახალი წლის ღამეს, როცა 12-ს 20-25 წუთი აკლია, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალს მეუბნება გოგ, რომ უნდა ხელი მომკიდოს და არც დაელოდა პასუხს, ახლოს ატრიალებდა თავს, თითქოს რაღაცის გაკეთება უნდოდა, ძალიან მეტმასნებოდა, მე მეგობრებთან მივდიოდი და სულ არ მქონდა გაგრძელების თავი და ინტერესიც კი, ძალიან თავისუფალი გოგო ჩანდა, თავისუფალი ცუდი გაგებითაც. ალბათ ეს სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ბრალია, თორემ ნორმალურმა ადმიანმა ქუჩაში რატომ უნდა გაუკეთო ადამიანს ეგ.
ერთხელ ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობ, მივდივარ კოლეჯში და გვერდზე მიჯდება კაცი, რომელსაც ბევრი პარკი უჭირავს და ვერც ერევა. მაცვია ჯინსის შორტი, ვუსმენ მუსიკებს და ვგრძნობ, რომ მარჯვენა მარძაყზე დამცხა, გავახილე თვალები და მისი ხელი დევს. ალბათ ჩემმა სახის გამმეტყველებამ უთხრა ხელი აიღეო, გავცივდი და არაფერი მითქვამს, ეგრევე ჩავიდა. იქ ხომ არ დავიწყებდი სოფლელივით... უბრალოდ მივახვედრე რომ უნდა აეღო ხელი.
რამდენიმე დღის წინ ღამეა და მეტროში ვარ, მაცვია შორდი, ოღონდ ის შირტი ძალიან მოკლეა, მუხლებიდან ზემოთ 20 სანტიმეტზე იქნება. ჩემს წინ ჩვეულებრივი გარეგნობის კაცი ზის, პერიოდულად მიყურებდა, მერე კი შევამჩნიე, რმ ხელი იქ

წაიღო და სრესა დაიწყო. ტიპს აუდგა და ხელს იფარებდა. ხელით ისწორებდა, აწყნარებდა თუ რას უშვრებოდა არ ვიიც. მოვიდა მისი მატარებლიდან ჩასვლის დროც, მაგრამ ამისთვის ხომ ადგომა სჭირდება. კი ადგა, მაგრამ რაღაც არაადამიანური სწრაფი მოძრაობით, შეტრიალდა კარებისკენ (ნუ მიეყრდნობით

) და ეშველა.

სამსახურიდან რამენათევი დილით მივდივარ უნივერსიტეტში, ვარ სამარშრუტო ტაქსში, ამოდის ჩვეულებრივი კაცი, მიჯდბა გვერდზე, პრინციპში მხოლოდ ეს ადგილი იყო თავისუფალი, გადის 5-6 წუთი, და შევამჩნიე, რომ სასქესო ორგანოს ადგილი არაბუნებრივად გადიდებული, გაბერილი ჰქონდა, რა თქმა უნდა მივხვდი, მერე დაიწყო ქურთუკის მიფარება, ხელით გასწორება და სუნთქვა გაუხშირდა. ნუ მერე უნივერსიტეტთან მივედი და ჩამოვედი.
დედა კიდე რამდენი შემთხვევა მქონია ასეთი... აღარ გავაგრძელებ...