გინდა მოგცე ქვა,რომელზეც იფხაჭნება?
აუცილებლად,თუ მეცოდინება,რომ დამხატავ..
გინდა ღრუბლებად ვიქცე ხანდახან?
აუცილებლად,თუ არ გამფანტავ..
თუ შემაგროვებ,როგორც ფანტელებს,
თუ წამომყვები დედამიწის კუზზე
და მეცოდინება,რომ გესმის "მეების",
თუ ამიწეწავ ზოგჯერ ამ თმებს და
თუ დამისვამ პეპელას მუხლზე..
თუ დამივიწყებ დროდადრო წყენას,
თუკი გაბუტვას ბავშვურს მიაწერ,
თუ გამიმართლებს ერთხელაც სმენა,
მერე გაფრენას ვინღა დამიშლის?!
და ეს ყველაფერი იმისთვის,რომ
მოგცე ქვა,რომელიც იფხაჭნება,
რათა დამხატო გაავდრებული..
და იცოდე,რომ:
ჩემი სხეული თავისთვის იფანტება..
!!! : ) : ) : )
____________________________________
შევადარებდი შენს ცხოვრებას ქარში წოწიალს,
სიტყვებს, გაფრენილს, ვუპოვნიდი იისფერ ზარებს,
წაგაკითხებდი,თითო ასოს გარდაცვალების
რაღაც ისტორიას,რომელიც გიამობს ხმაზე..
რომელიც იწყება იქ,სადაც არ ყვავის ლურჯი მისანი,
სადაც არასდროს გაუგიათ მთვარის სონატა,
როგორც ნაფიქრალი არ ადარდებს,თურმე,არავის
მოწყენილობას აყოლებენ,თურმე,მოხატვას..
მე ეგ არკადია მინახავს, მგონი, ერთხელ,
მეც მიცინია იმ ღიმილით,რომელიც მოაქვს რწმენას,
ვცხოვრობდი ერთხელ უკვე არკადიაში
და მიწოდებდნენ,თურმე, მწერლების ექთანს.
დავბოდიალობდი ხოლმე იმ ქუჩებში,
რომელსაც მიჩვევია შენი თვალები
და ამ ქუჩაზე მისდასახელად
ხშირად ვკითხულობდი: "შენი თვალები"..
მე მაგ მოსახვევში მიყიდია საღებავები,
სიკვდილის,სიცოცხლის და ბედნიერების,
მაგრამ დამხარჯვია სულ ერთ წამზე და
მას შემდეგ აღარ მჯერა მეხსიერების ...
არკადია - ძველი საბერძნეთის მიდამოებში არსებული ქვეყანა,სადაც უზრუნველი,ბედნიერი ხალხი ცხოვრობდა ! : )
____________________________________________
როცა ავიკრიფე ფეხები ანუ ფეხაკრეფით მოგეპარე,
დავრჩი გაოცებული..
თურმე სულ ვერ შემნიშნე, ჩამიკეტე კარები,
დავრჩი გაორებული..
ნაადრევი დაცემა გამიხადეს წამება,
როგორც ძილი უძილო და უგონო სიცილი,
მე კი გაცოფებული..
მოგეპარეთ რიჟრაჟით, ხელში ნაპარი სიჩუმით,
პირში ჩაგუბებული სიტყვებით და მოთხვილი პირით,
მაგრამ ვერ შეგვნიშნე..
მოგეპარეთ თვალების ბრიალით და ყელში გაჩხერილი ცრემლებით,
გა-"ნაყინ"-ები თითებით და გამომცდელი სიფრთხილით,
მაგრამ შენ ვერ შეგვნიშნე..
და მომქონდა ქუჩაზე საუკეთესო სიჩუმე,
მაგრამ გაყიდული..
მეც ვიარე სიცხეში და ვისუნთქე სიცხე,
მაგრამ ვიყავი გაყინული.
მეც მათოვენ სევდები და ეჭვები და..ცრემლები შენი..
გუნდებად შეკრული.
ვერ დავიხიე უკან და შემრჩი..
გ ზ ა ა რ ე უ ლ ი !!!
_________________________________
***
რომ მიყვებოდი გამომშრალ გზებზე,
გაწელილ ნაბიჯებით მგზავნიდი ცაში,
იქნებოდა კი საშიშროება
თოვლი სიზმრის და თოვლი ცხადის?
ქარმა თავის თეფში ახლოს მიიჩოჩა,
და მხოლოდ ჩემი ფიქრი გადაიღო,
როგორც მასპინძელს მიწუნებს,თითქოს,
მე კი ფიქრის ჭამა უნდა ვაპატიო..
უნდა გამოვტყდე,შენი სიმშვიდე მაგიჟებს,მგონი..
უნდა ვიყვირო,რომ გეთამაშები..
როგორც ერთ დროს ვიხუჭებოდი,
შენ კი მოუსვენრად აღარ დამდევდი.
ის ხარ, გონების მოსახვევებში რომ ჩერდები
და მაკვირდები მალულად..
ის ხარ, ჭუჭყად რომ აგეკრობა სისუფთავე
და ძილს დამიფენ სასთუმალთ..
ის ხარ,რომ არ მიკაკუნებ კარებზე
და ღიმილი მოგაქვს საჩუქრად..
ის ხარ,პირველ იმედს რომ საკუთარი სახელი დააწერე
და ახალ წელს ჩემი სიყვარული ჩაუთქვი..
ალბათ,მაინც უფრო ადამიანი ,
რომელმაც ჩემი სიბერე გააბავშვა,ხელი ჩაკიდა
და გულის ჯიბეები დაუსუფთავა!
ამინდი ხარ..
სიზმარი..
მოჩვენება..
რომელიც ვიღაცამ დამიგუნდავა!
და,ალბათ, სიყვარულად დამიხურდავა ..
!!!
: ) : ) : )
ლამაზი რამდენადაა,არ ვიცი,მაგრამ ჩემი ნაფიქრალი კია.. თვეზე ნაკლების! ბოლო ამ დილანდელია.
პ.ს. ძალიან მომენატრა აქაურობა
This post has been edited by *feministi* on 20 Dec 2007, 15:00
LEO says: "What you see is what you get". (c) ლომი.
წერტილი დიდი ჯიუტი და ამაყი ვინმეა 8-|