საოცარია თავს რომ იტანჯავ,
ვნების ცეცხლს ცრემლის წვეთებით აქრობ.
დადიხარ, სული დაგყვება ოხვრით.
ქალიშვილი ვარ!ამაყად ამბობ...
რაში გარგია ეგ სილამაზე,
შენში გრიგალი თუ არ იქარებს,
ხელს ვინ დაეძებს,მამაკაცების
ახლოს მზერასაც რომ არ იკარებ...
ალბათ არ იცი -ვნების ნაკადულს
სიბერის გვალვა მალე მოუსწრებს
ხშირხშირი სუნთქვით უნდა სუნთქავდე,
მაგრამ შენ აწი სუნთქვას მოუკლებ!
ჭორების შიშმა დაგივასალა,
მიმწყვდეული გყავს გული კუთხეში...
სულ სხვა მიზეზით უნდა კვნესოდე,
შენ კი საკუთარ იღბალს უკვნესი!
ამ ნეტარების საუკუნეში,
ვაი, რომ ძველი გადმოგყვა სენი...
ვნების და ტრფობის იპოდრომზე ხარ,
მომგებიანი ახლა გყავს ცხენი!
მაგრამ ჯიუტი, ცივი კვირტი ხარ,
უგაზაფხულო, არამფეთქავი...
სითბოა,სითბო!კვირტებს რომ ხეთქავს,
შენ კი დარჩები გაუხეთქავი!!!!
©http://www.literatura.ge/index.php?composition=19406