იმედია სულ ესე გაგიმართლდება იმედები

აი გუშინ დაღლილი მივდიოდი ჩემთვის სახლში, უცებ დამირეკეს ძმაკაცებმა მეუღლეებთან ერთად ვქეიფობთ რესტორანში და მოდიო... დაღლილი ვარ მეთქი, მაგრამ ამან არ გაჭრა და მეც მივედი... იქ დავლიეთ, შევჭამეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, სადღეგრძელოები ვთქვით... და ცოტა არ იყოს დავთვერით კიდეც.. მერე ერთერთმა ძმაკაცმა აიჩემა ჩემმა ახლობელმა ახალი სტრიპრტიზბარი გახსნა და წავიდეთო... მე ვუარობდი, მაგრამ მეორე მხარეს 8 კაცი იდგა და დამითანხმეს, მარტო სახლში წამოსვლა არ ვიკადრე... შევედით 9 კაცი სტრიპტიზბარში და მაშინ ინანეს ჩემმა ძმაკაცებმა ცოლები რომ თან ყავდათ

ცოლებმა კი ერთადერთი უცოლო ბიჭი "ჩემი სახელი"აო და ყველამ ეხლა ამას გადაუხადეთო, ხოდა მოყარეს ჩემთან გოგოები და ამიფორიაქეს სული... როგორია ღამის 3-4 საათზე ვისთან გინდა მიხვიდე... ხოდა ძალიან აფორიაქებულს და აღგზნებულს არ დამეძინებოდა და 3-4 ჭიქა ტეკილა კიდე დავამატე... მოკლედ მაგრად დავთვერი საბოლოოდ...
ესეც კიდე ერთი ე.წ. ლოთური ღამე