ეს შაბათ-კვირა მაგრად ვილოთავე... ანანურში წავედით მეგობრები კარვებით და შაბათს რო დავიწყეთ ქეიფი კვირას მოვრჩით (შიგადაშიგ ჯოკერი, წრეში ბურთი

და ტბაში ბანაობაც იყო)... ჩამოვედი 5 საათზე, მოვწესრიგდი და ძმაკაცის ცოლის დაბადების დღეზე წავედი... ამირჩიეს თამადად (ტამადობის დედა ვატირე, განსხვავებულს ვერ იპარავ

) მანდაც ბლომად დავლიე... მერე გვიან იუბილარის მმა და მისი მეგობრები შემოგვიერთდნენ, მამაჩემის ძმაკაცები არიან და მერე იმათთან გავაგრძელე სმა...
მერე დილას გავიღვიძე და იმ სიმძიმე მქონდა თავი ნახევარი საათი ვერ ვდგებოდი... ბოლოს მოვიკრიბე ძალა... ცოტა მომეხმარნენ კიდეც და ავწიე თავი როგორც იქნა... შევედი აბაზანაში და ჩემი თავი რო დავინახე გული გამისკდა

თან ანანურში დავიწვი მზეზე და მტელი ტანი და სახე წითელი მქონდა... თან სახე ლივლივებდა სარკეში... მერე სამსახურში რო მოვდიოდი მთელი გზა პირველ ზოლში ვიდექი პენსიონერივით და 40-ზე მეტი არ ამიწევია სიჩქარე... მუსიკაც ბოლო ხმაზე მქონდა არ ჩამეძინოს მეთქი...
ეხლა ვზივარ გაშეშებული... კისერს ოდნავ რომ შემოვაბრუნებ ყვირილი მინდა ისე მტკივა... პლუს ნაბახუსევიც და ესე მტერი იყოსო ჩემზეა ნათქვამი...
პ.ს. წინასწარ ვიტყვი რომ გოგოებს თავს არ ვაცოდებ და მოცემა არ მინდა

პ.პ.ს. ლუდი...