doloresშეიძლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისეთი მოულოდნელია ეს ქვეყანა. ერთი ლექსი გამახსენდა.

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ
და ბალიშზე მიანც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოამღერო
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცივ ცრემლებად მოწანწკარებენ
და მიდის ასე ცხოვრები ეტლი
გრძნობ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენ უკანასკნელ სადგურებს ვეტრფით,
გვიხარია და არ გვიხარია
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალი ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?
This post has been edited by chiabera on 20 Jan 2008, 17:55