არაპოპულარულ პოზიციაში კი ვიგდებ თავს მარა როგორაა მოწყობილი სინამდვილეში იცი?
აი ავიღოთ გრუბი მაგალითი-ნარკომანები ვთქვათ. ხომ არსებობენ ანუ არის ხალხი ვინც ყველაფრის მიუხედავად წავიდა მაგაზე მაგრამ კანონით მაინც აკრძალულია ხო? დასდევენ და მთელი ამბავი ხოდა ახლა მთავარი რაღაც:
გვაძლევს ეს აკრძალვა და რეალურად მკაცრი კანონები მათი რიცხვის შემცირებას? რათქმაუნდა

გაქრობას არა მაგრამ შემცირებას სერიოზულად ისინი გაცილებით ცოტანი არიან ვიდრე მაშინ იქნებოდნენ ნაკლები კონტროლი რომ იყოს
ასევე ვთქვათ ალკოჰოლის გაყიდვა რომაა შეზღუდული ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ახალგაზრდებზე ესეც მთლად ვერ უზრუნველყოფს რომ არავინ აღარ დალიოს მარა მსმელების რიცხვს ამცირებს
ბოლობოლო მთვრალისიარული აიღე საქართველოში რა ამბავი იყო მაგ მხრივ ცოტა ხნის წინ გახსოვთ? ახლა ძალიან ცოტა თუ ურისკავს
ანუ საით ვუბერავ ეხლა მე: მთელი ამ ლამაზი ლეგენდის მიუხედავად თავისუფლებაზე, ადამიანი ჯერ კიდევ საკმაოდ განუვითარებელი და მორალურად ჩამოუყალიბებელი არსებაა, თითქმის ისევ ცხოველი
ანუ ადრეა ჯერ საიმისოდ რომ სრულიად თავისუფალი იყოს
ამიტომაცაა რომ ვამართლებ თქყენთვის ესე საძულველ საზოგადოებრივ წნეხს (თქვენთვის ცნობილი როგორც "მეზობელი რას იტყვის") და სხვა მსგავს წნეხებს. რაღათქმაუნდა გონივრულ ფარგლებში