ეს ცრემლი ყველაზე წმინდაა...ცრემლი,რომელიც ჩემდაუნებურად მომდის...
მტკივნეულია,ძალიან მტკივნეული...გულის ტკივილი გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ფიზიკური...ამას ეხლა ვხვდები...
გული მტკივა...მეცოდება,და თან არც მინდა მეცოდებოდეს...
დღეს ვიპოვე ძალა საკუთარ თავში...ძალა იმისა რო გადამედგა ეს ნაბიჯი...უკვე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი და აი...ეს დღეც დადგა...
თუმცა...არც ისეთი ძლიერი ვყოფილვარ როგორც მეგონა...ჰო მეყო იმის ძალა წამეშალა მესინჯერიდან...გულიდან ვერა...

მოგონებები ვერ ამოვშალე...ის ლამაზი,თბილი სიტყვები...

... წავშალე,გავანადგურე ყველა მისი სურათი...მესიჯები ვერა

...ძალა არ მეყო...ეხლა ეს ერთადერთია რაც დამრჩა...
ვიცი რომ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა...
ვიცი რომ ის სიტყვები: "მშვიდობით", "ღმერთი იყოს შენი მფარველი"...მხოლოდ სიტყვები იყო...
ვიცი რომ ის ეხლა ძლიან ცუდადაა,ჩემზე ცუდად...
ვიცი რომ ძალიან ვატკინე გული,მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო,მანაც ძალიან მატკინა...
მეცოდება...ძალიან მეცოდება...უკვე მენატრება

...
ვიცი რომ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა...
ვიცი რომ ამ ყველაფერს გაგრძელება აქვს...და სწორედ ამ გაგრძელების მეშინია...ის ხომ ძალიან სუსტია...
მინდა ვაპატიო,მაგრამ ამის ძალას ვერ ვპოულობ საკუთარ თავში...ღმერთო მაპატიე!!!
არ ვიცი რამდენი დღე,კვირა,თვე,წელი გავა ასე...მაგრამ მოგონება დარჩება...სამუდამოდ...
ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ...ეს ტყუილი იქნება...მე კი შენ არასდროს მოგატყუებ!

მაგრამ მენატრები...ამ ყველაფერს სახელი შენ დაარქვი...
მინდა ეხლა ამის წაკითხვა შეგეძლოს...
ისევ და ისევ ის სიტყვები..."მშვიდობით"..."ღმერთი იყოს შენი მფარველი"...
მე ყოველთვის შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები...შენი მხოლოდ კარგი გამიხარდება...
მ შ ვ ი დ ო ბ ი თ !
უბრალოდ გამახსენდა
When they are old and worn out,it doesn't make any difference whether they've reached the goal or not...