რა საშინელებაა
მე მაპატიეთ მაგრამ ბოდვაა ეს და მეტი არაფერი
არ ვიცი თემის ავტორს (თუ არ გარკვეულა რომ ეს თიკუშაა) ვურჩიოთ იქნებ რომ თუ მართლაც ძალიან ახლობელია ის გოგო დააჯეროს რომ ეს მოჩვენებაა და მეტი არაფერი
უბრალოდ იმ გოგოს წარმოსახვაში ყავს მამაკაცის იდიალი რომელიც ცხოვრებაში არ შეხვედრია არასოდეს და აი ამ წარმოდგენებით და მოჩვენებებით ცხოვრობს (ყველა ის გონია და ყველა მანქანაში თუ ქუდიან თუ თავჩახრილ ადამიანში მას ხედავ) გოგო
ისე რაც არ უნდა ურჩიოთ ახლა მაგას სულ ერთია მაგით ცოცხლობს და მაგით არის ბედნიერი და ასე უნდა ვერაფრით ვერ დააჯერებ რომ ელანდება
"ხელი დაადო".... და ა. შ ესენიც ბოდვაა უბრალოდ შეიძლება ვიღაცის ხელი შემთხვევით შეეხო და მას როგორც უნდა ისე აღიქვა
არ ვიცი თუ ძალიან არ ვტოპავ სხვის საქმეში იქნებ ფსიქოლოგს მიმართოს იმიტომ რომ მაქვს რამოდენიმე ასეთი შემთხვევა მოსმენილი და ....ფინალს ვეღარ დავწერ აქ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით არც ვინმეს "საცოდაობა" და არც "შეურაწყოფა" რომ არ გამოვიდეს.
ბავში ნუ მოზარდი თავისი განვითარების პერიოდში ყველანაირ ეტაპს გადის მათ შორის "პარანოიაცაა" გარკვეულწილად. მაგრამ ამ ასაკს გადადის ჩვეულებრივ (ასეთი მოლანდებები არა მაგრამ მეც მყავდა ფიქრებში ჩემი იდიალი და წარმოვიდგენდი სად იყო ან სადაც მე ვიყავი უცებ იქ რომ გამოჩენილიყო და ა. შ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველას გვაქს გავლილი სხვადასხვა ფორმით ) მაგრამ.........აშკარად ვეღარ გამოდის "ადრესატი" მდგომარეობიდან და იმ ასაკიდან.....საშინელებაა ან იქნებ სწორედ იმ ასაკშია რომ გასავლელი აქვს ეგ ყველაფერი
ღმერთმა ქნას ასე იყოს........თუარადა.......ძალიან ცოდოა.....
This post has been edited by @kato@ on 18 Mar 2008, 16:10