დღეს პირველად გადმოვაბიჯე ფეხი შენი სახლის ზღურბლს,პირველად ვარ შენს სამყაროში ,შენთან ასე ახლოს ,,,და ასე შორს,, შენთან. დღეს შემთხვევით მოვხვდი ,თამაზსს წამოვყევი, კარი შენ გააღე თბილად მიგვიღე,მიიღე გულოთ მოძღვნილი მილოცვაც, და კვლავ მზერის მიღმა გამატარე,,, ასე იციშენ ,მე მუდამ შენი მზერის მიღმა ვრჩები,შენ არასდროს თუ ვერასდროვ ვერ მამჩნევ თუმცა ოთხი წელი ორმოცდარვა თვეა ერთად ვართ ერთ დაწესებულებაში ვმუშობთ ერთ სართულზე, გვერდი გვერდ არის ჩვენოი ოთახები,,, და ამ ორმოცდარვა თვის მანძილზე, შენ ვერასდროს ვერ დამიმახსოვრე ვერსდროს ვარ შემამჩნიე ,შენ ესოდენ ლამაზმა ,ამაყმა , და მშვენიერმა შენ ვისაც ყველა ფეხქვეშ ედება ,ვის ღიმილსაც ემონება მთელი განყოფილება ,ასეთს უზადოსა და მიუწვდომელს,,,,ასეთს ლამაზსს.თუმცა ლამაზი ცოტაა ესოდენ მშვენიერისთვის ,
ვინ იცის რამდენჯერ შემხვედრ- შეგხვედრილვარ ლიფტში,კორიდორში კართან ,სასადილოში, მაგრამ ამაოდ ...მე კვლავ შენი მზერის მიღმა ვრჩებოდი,შენი ღიმილი შენი სალამი არასდროს არ მეკუთვნის მე , ...ის ეკუთვნის ყველას ,ხანდახან პერსონებსაც ,მაგრამ ამ ყველაში მე არსდროს, არასდროს არ ვიყავი ,,, მე კვლავ შენი მზერის მიღმა ვრჩებოდი, თუმცა შენნაირები ჩემნაირებს ვერასდროს ვერ ამჩნევენ ,
მელოტებს ,სათვალიანბს ,მრგვალ პორსახიანებს,უშნოდ აწოწილებს, და ავადმყოფურად გამხდრებს, მოწითალი სახის კანიანებს,ისეთი როგორიც მე ვარ შენ არასდროს არ გადაინტერესებს ,მე ოფისისი ჭია ერთი საცოდავი კაცი ვარ, შენ ჩვენი ჩემი ანგელოზი; , შენით მიხარია ჩემი უბადრუკი ,უღიმღამო ცხოვრება, ჩემს არსებობას გამართლებას შენი არსებობით ვაძლევ , მუდამ მშვენიერო მუდამ მომხიბვლელო, მუდამ შენი მზერის მიღმა რომ ვარ დარჩენილი,,, ვამბობდი შენნაირები ჩემნაირებს არსდროს არ ამჩნევენო, თუმცა ცოტა სქელი ჯიბე,, მრგვალფარიანი ვიპ კლასისი მანქანა, ბერენდ ტანსაცმელი, უკვე მზერის მიღმა მზერას მოწიწებისა და პატივისცემის მზერა ცვლის ,და გამარჯობას ოდნავ მიბნედილ ვნებიან მზერასაც მიაყოლებენ ,.მაგრამ არა შენ, შენ მათნაირი არ ხარ .შენ სხვა ხარ, შეგისწავლე..გაგიცანი გაკვირდებოდი ესოდენ უზადოსა და მშვენიერში მინდოდოა ნაკლი მეპოვა რომ დავმშვიდებულიყავი და მეფიქრა უღირსიაოო,
ქურდულად ვიპარავდი შენს ცხოვრებას ,უშენოდ ვსწავლობდი შენს მოქმედებას შენი ნებართვის გარეშე ჩუმად მივყვებოდი შენს ცხოვრებას.
ყოველი დილა იწყებოდა შენი ღიმილით შენი ამაყი მზერით ყველას მიესალმებოდი და გულთბილად გაუღიმებდი შემდეგ თავს დახრიდი და შენს მაგიდასან დაჯდებოდი ,რამდენჯერ შემვსულვარ შენს ოთახში წინაც დავმდგავარ და მისაუბრია შენს კოლეგასთან შენ ერთხელაც არ შემოგიხედავს თავი არც აგიწევია, არ გადანაშაულებ შენ შენ უბრალოდ ესეთი ხარ... სხვა ხარ,, მშვენიერი,,,
და აი შენს სახში ვარ შენს სამყაროში , სადაც ყოველი გოჯი ჰარეისა გაჟღენთილია შენი არესბობით, შენით .დადიხარ.. გადიხარ... გამოდიხარ,,, , სახეგაბრწყინებული და მშვენიერი ,მინდა წარმოგიდგინო შენს სახში მარტო როგორ მოდიხარ დაღლილი როგორ იხდი ფეხთ როგორ იცვლი როგორ ჭამ, სვამ ,როგორ არსებობ იქ სადაც ჩემი თვალები ჩემი მზერა ვერ გწვდება , ასე ახლოს შენს არსებასთან არასდროს არ ვყოფილვარ ,
აბაზანაში შევედი ,კარი გადავკეტე და შენი პირადი ნივთების თვალიერება დავიწყე
თმის შამპუნი ჩამოვიღე თავი მოვხადე დავყნოსე; მინდვრის ყვავილების გასაოცარი საურნელი ამოვარდა ,ეს შენი თმის სურნელი იყო ,აი შენი სუნამოც, რომ ჩაივლიდი და საოცარ ქალურ ,ნაზ სურნელს ტოვებდი მაგრამ ამ სუნამოს რაღაც აკლია?.., აკლია შენი სხეულის არომატი,,, შენი კანის სითბო, თქვნ ერთად ხართ განუმეორებელნი, შენი პირსახოცი,,, დილას საღამოს ხელ-პირს რომ იმშრალებ, შენი ტანის ღრუბელი, ისიც ჩამოვხსენი და შევისუნთქე ,მენტოლი ვარდი ლომონი აი თურმე რა სუნი აქვს შენ სხეულს რა არომატი ,,, თავბრუ დამესხა, ღრუბელი შევინახე პიჯაკის ჯიბეში ,შენთვის უმნიშვნელო დანაკარგი ჩემთვის დიდი მონაპოვარია,, აბაზანიდან გამოსული სამზარეულოში შევიპარე . შენი ჭიქა! ალბათ ესაა, სამსახურშიც ესეთი გაქვს ოღონდ ვარდისფერი ,აქ ცისფერი დაგიტოვია , ონკანი მოუშვი და შენი ჭიქიდან მოვსვი , შენ შეგიგრძენი,,, ,მაგრამ ,თითქოს რაღაც მოგპარე მივითვისე შენი შენი არსების რაღაც ნაწილი მივითვისეე, რომ შემეძლოს ამ ჭიქასაც წავიღებდი ,არა შენს გასაქურდად არ შემოვსულვარ , მე აქ შენი არესებობის აურის შესაცნობდა ვარ, რას არ მოვცემდი დღეს რომ შემამჩნიო ,აი დღეს აქ ერთხელ ორმოცდა რვა თვის მანზილძე პერსონალურად რამე მითხრა,,
----უი აქ რა გინდათ ?!
ეს შენი ხმა იყო ,მე მეუბნება ორმოცდარვა თვის მანზილზე პირველად მე მომმართავს პერსონალურად,
---აა,მმ , აა, დავიბენი ,მე ხომ შენთვის ამ ხნის მანზილზე არაფერი არ მითქვამც თავიდან გესალმებოდი მაგრამ შენი არსების იქით მიდიოდა ესსიტყვები ვერესდროს ვერ ამჩნევდი ჩემს არსებობას, ალბათ ასეთი დაბნეული ხარ ,,,
--- წამოდით ტორტი უნდა გავჭრა-- და ხელი ჩამჭიდე მკლავზე .ეს ჩემთვის ეს მეტისმეტია,ეს ყველა შენზე ოცნებასა და ფიქრს აღემატება .ეხლავე ,, და ჭიქა დავდე, და გამოგყევი ,ფეხ,ი გული ყველაფერი მეკვეთებოდა ძალა არ მყოფნიდა, შენ ისე ახლოს იყავი ჩემთან ,წლობით საოცნებო წლობით სანატრელო, ჰეი დროვ !!! შეჩერდი !...მინდოდა მეყვირა.., მენატრა.., მემუდარა დროისთვის მაგრამ. წამებში მისაღებში ამოვყავით თავი. შენ კვლავ გამეცალე ...
გვაცილებ,, საკოცნელად ,ლოყაზე საკოცნელად წამოვიწიე, გემთხვიე მთელი მოწიწებით სინაზით და სიყვარულით ,,,შენი კანის სიტბო სურნელი შევისუნთქე, და რომ შემძლებოდა არც ამოვისუნთქავდი ... მინდოდოა დიდხანს გაჩერებულიყო ,ჩემს არსებაში ყველა უჯრედში გამჯდარიყო, დალექილიყო შენი სურნელი ესოდენ ქალური და მიმზიდველი ,მაგრამ ...ამოვისუნთქე ვაი რომ ამოვისუნთქე,,,
და წამოვედი ბედნიერი !!! მეფე !! ო როგორ ველი ხვალინდელ დღეს ხვალიდან ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნება ,,
გათენდა,ღამე არც მიძინია, დილიდან სხვანაირად მოვემზადე, დღეს დიდი დღეა, დღს სხვა დღეა, როგორ ველოდი ათ საათს. დროს, როცა შენ უნდა გაგევლო , დერეფანში გამოვედი, გულში ათასნაირი მისალმების ფრაზები გავიმეორე ვერაფერი ვერ მოვარგე, ,მესმის შენი ხმა , შემოხვედი; ყველას თვალი მოავლე და ყველას მიესალმე მე წინ გედექი მაგრამ კვლავ შენი მზერის მიღმა .....
ისე რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია
… Но звезды ради людей не падают.
ninois.blogspot.com
Даже рак не совсем плохой парень просто Он тоже хочет жить.
https://www.facebook.com/ninoi877