გადამიყოლე შენს ცრემლის ზღვაში
მარილიანი ვკოცნო ღაწვები,
ამომითხარე გულში სამარე
დაუფიქრებლად მოვალ,ჩავწვები.
თან გამიყოლე იმ შენს ფიქრებში
იყოს ყინვა და სუსხი მაზრობდეს
გადაივიწყე სულ ყველაფერი
როგორ მიყვარხარ ყველგან გახსოვდეს.
ამაწიოკე შენი ტკივილით
ღამე გამიკრთე,ძილიც წავშალოთ
კლდეზე შედექი და დამელოდე
ფრთებს მოგიტან და ერთად გავშალოთ.
გადამიყოლე შენს ცრემლის ზღვაში
მარილიანი ვკოცნო ღაწვები
შენთვის გაითხრი სულში სამარეს?
მოვალ,დაგასწრებ და მე ჩავწვები.
* * *
წამიყვანო და დამაგდო მინდა
ყაყაჩოებით დასისხლულ ველზე...
ვიტყვი ბოლო წუთს,რომ ამად ღირდა
და შენს სიყვარულს მოვიხვევ ყელზე.
ფაფარაშლილი იქროლებს რაში
და თქარა-თქურით ალეწილ დაბლობს,
გაენასკვება ტკივილი ხმაში
ჩაგიჩურჩულებ ტუჩებთან "გმადლობთ"
გმადლობთ,რომ ჩემთან იყავი თბილი
იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე,
იმ ბოლოსა და უნაზეს ღიმილს
წითლად გადიფენს ყანა ლოყებზე.
წამოფეთდება რიჟრაჟზე ნამი
სხეულს სიგრილის წვეთებს აპკურებს,
შენით გამთბარი წუთი და წამი
დაეკონება ტუჩზე სამყურებს.
მზე ჩამოირბენს სიკვდილთან სამტროდ
ყვითელ დალალებს ჩემთვის დაიშლის
ყაყაჩოებთან დამტოვე მარტო
ნუღა იდარდებ...ხელი გამიშვი!!!
გამიშვი უკვე მარტოსულ სულსაც
გადაკარგვია ფერი და გემო...
ღმერთია მოწმე ,რომ მართლა მსურდა
წყალში და ქარში შენს გვერდით მევლო.
შენ მყოლოდი და მესუნთქა შენით
უხმოდ გაგეგო ტკივილის ენა...
დაფხრეწილ დროსაც ვერაფრით ვშველით
უმიზნოდ ვკემსავთ...უღონოთ ვკერავთ.
წუთი და წამი ამ თქმულად ღირდა
ეხლა ტკივილი მკიდია ყელზე...
წამიყვანო და დამაგდო მინდა
ყაყაჩოებით დასისხლულ ველზე!!!!!!!!!
* * *
იცი რომელ დღეს მოვკვდები?
ყველაზე ლამაზ დღეს,
მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს
იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს
სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე
ვიცი რომ ეს დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე,
ბევრი რაღაცით იხარებს გული დაწყდება ბევრს,
მე ხომ სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს
დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს თავს მივანდობ ღმერთს
უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,
გამიკვირდება რად ნათობს მზე როცა ვკვდები მე?
ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წლებს,
მე კი სიცოცხლე მწყურია მე პატარა ვარ ჯერ
დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს აღარ იქნება მზე
პირს შეიკრავენ ღრუბლები წვიმა მისველებს თმებს
ცრემლები უხვად მეჭრება მარგალიტივით ზედ
ტირილი მინდ ვერ ვტირი რაგაცა მიშლის ხელს
დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეხება ზედ
და სიმარტოვის ბურეში სავალი მიწევს მე
საფლავის ქვასთან ნიაღვარს სწრაფათ გააქრობს მზე
ჩემს ზემოთ მიწა გათბება მე კი ვერ ვითბობ ძვლებს
გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს თანაც შტვენს
იცი რომელ დღეს მოვკვდები?
* * *
შემეყარა უშენობა ავბედითი სენივით
ტრამალებში სული დაქრის ფაფარაშლილ ცხენივით...
სხეულს ისე მოსდებია მონატრების ხვიარა
რომ არ ვიცი რა დავრჩები თუკი გადამიარა.
წუთი წუთებს აედევნა წამი ფეხქვეშ გაიგო
რა იქნება მომისმინო ეგებ ჩემიც გაიგო
ცოტა მყოფნის ,ისე ცოტა ვით ბეღურას გათოშილს,
ჩემში ისე ჩაგხატე,რომ ვეღარაფრით ამოგშლი
მატარე და მომეფერე შეუძლებელს რასა გთხოვ?
იმ ბეღურას დარად იქნებ შეძლო და მეც გამათბო?!
მანამდე კი სული დაქრის ფაფარაშლილ ცხენივით
არა ვნანობ რომ შემყრიხარ მოურჩენელ სენივით!
* * *
მთვარიან ღამეს ავანთებ სანთელს
ღმერთს შევავედრებ შენს ლამაზ თვალებს
სანთლის მკრთალ შუქზე მე ვზივარ და ვწერ
ლექსებს ცხოვრების უაზრო წლებზე
ამ ცხოვრებისგან ერთს ვითხოვ მხოლოდ
ვუყვარდე ერთს და ჩემთან იყოს
განა რას ვითხოვ მე შეუძლებელს
მინდა სიყვარულს გემო გაუგო
ბოლო კი ვიცი რა არის მისი
ცრემლების ღვრა და უზომო ტვირთი
მე გადავიტან მე მჯერა ამის
და მე ვიბრძოლებ სიყვარულისთვის
ერთხელაც უცებ მეწვია გრძნობა
გრძნობა რომელმაც მე დამაფიქრა
გამოჩნდა ბიჭი და მან მე მკითხა
სიყვარული თუ მეგობრობა
და მაშინ თვალზე მომადგა ცრემლი
ცრემლი ნიშანი სიყვარულისა
უცებ ავდექი მიუახლოვდი
იმ ბიჭს რომელიც პასუხს ელოდა
მოულოდნელად წამომცდა სიტყვა
სიტყვა რომელმაც ის დააფიქრა
მე წამოვედი და იმის მერე
მისი თვალები არ შემხვედრია
ბევრი ვეძებე დ ავერ ვიპოვე
მე კი ცრემლები ისევ მდიოდა
გავიდა დღეები, თვეები, წლები
ჩემს გულს დაედო დიდი იარა
მე სიყვარული მისით ვისწავლე
ვიწამე დიდი და ლამაზი გრძნობა
მაშინ მე ჩემს თავს მივმართე კითხვით
რაღა აზრი აქვს ამ ჩემს ცხოვრებას
პასუხის ნაცვლად მივიღე დასკვნა
რომ ჩემს ცხოვრებას წერტილს დავუსვამ
უცებ გამოჩნდა მზე მოციმციმე
თვალებზე ცრემლი ისევ მდიოდა
ვერაფერს ვერ ვგრძნობ სიცივის გარდა
სიცივეს ნელ ნელა ბურუსი ეხვევა!!!
და მოკვდა ისე მას ვერ გაეგო
მას ვერ გაეგო იმ ბიჭის გრძნობა
მან მხოლოდ ერთი იცოდა ნათლად
მას ის უყვარდა და ეყვარება.....
***
თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.
ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.
მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...
* * *
შენ გამიფრინდი როგორც ბეღურა
შეციებული ზამთრის სიცივით...
და მე დავდივარ ეხლა ეულად
შენი ცრემლით და შენი სიცილით.
მოგონებების ძაფი გაგორდა
მინდა მოვქსოვო შენთვის წუთები
სანამ მოვალ მე იმ შენს ამბორთან
აქ ჩემს ფიქრებში ჩაგეხუტები.
ვიცი მიყურებ დარდით გადაღლილს
ამიწიოკე კიცხვით სიზმარი...
დამნაშავე ვარ,მაგრამ თავდახრილს
რომ მომენატრე რა ვქნა მითხარი?
სულს,რომ მოაკლდა შენი სიცხადე
და თვალებს შენი თვალების სითბო,
სიზმარში მაინც გამომეცხადე
მეტი რა დამრჩა?...მეტს აღარ ვითხოვ...
ბეღურასავით რომ წაფარფატდი
აქ სიცივეა ძლიერ ყინავსო...
არაფერია...ჩემო... ნახვამდის
მეც მოვალ შენთან მერე ძვირფასო!
* * *
ექოდ ვიქეცით ჩვენი წარსულის,
როს გავედევნეთ სურვილების ხმას
და ერთხელ ორნი ცვილის სირბილით
დავემორჩილეთ ზეცის განგებას.
გრძნობამ შეგვყარა უტკბესი სენი
ის სულს ტანჯავს და გვიწამლავს არეს.
შენი მეგობრად ცნობის სურვილი
ზოგჯერ დღესაც კი ცრემლს მადენს მწარეს.
სიმწარე მალე ღიმილსღა მომგვრის,
ნაღველმა ღონე სულ გამაცალა,
მე არც სიტყვა მწყინს, არც შემოხედვა _
იდუმალებას წაერთვა ძალა.
ო, ანატომო ჩემო, დაღლილო,
შენ მაზიარე ტკბილ ბოროტებას.
ამიტომ შენი ძმად დაგულება,
ზოგჯერ მატირებს და მაკლებს გზნებას.
* * *
დაქცეული სახლის და იმ უბედობის,
მთელ ჩემს ცხოვრებას რომ ახლავს,
ერთად ყოფნისა და მაინც მარტოობის,
შენს სადღეგრძელოს ვსვამ ახლა, -
შევსვამ მოღალატე ბაგეთა გამო და
სიცივით მომზირალ თვალთა,
შევსვამ, რომ სამყარო სასტიკი გამოდგა,
ვდგავარ ჯოჯოხეთის კართან.
* * *
დღეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის,მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი
* * *
Я люблю… Я люблю… То ли сон наяву? -
Это сердце, как колокол, бьет.
Я люблю… Я люблю… Я тобою живу… -
Взглядом Он обнимает Ее…
Впереди все слова от любви до вины….
Этот день!… Эта ночь!… Этот год!…
Почему же мы так беззащитно нежны,
И не верим, что это пройдет?….
Уходи… Уходи… Уходи поскорей…
Это сердце, как колокол, бьет…
Но Она еще медлит у самых дверей,
Он надежду не отнял ее…
Обжигают слова от любви до вины,
И недолгий кончается путь….
Почему же становимся мы не нужны,
Когда все еще можно вернуть?…
Обернись! Обернись! Обернись, я прошу! -
Это сердце, как колокол, бьет…
Оглянись! Оглянись! Я тобою дышу! -
Взглядом Он заклинает Ее
* * *
ვიქნები ქარი, რომ შენს ფანჯრებთან
ვბორგავდე, თუნდაც ვერა მხედავდე;
ვიქნები წვიმა, რომ შენი თმების
დასველებას მე მაინც ვბედავდე.
ვიქნები ზღვა, რომ ცხელ ზაფხულში
ჩემს გრილ მკლავებში მხოლოდ შენ თრთოდე;
ვიქნები თოვლი, რომ სპეტაკ გულზე
შენს მძიმე, კაცურ ნაბიჯებს ვგრძნობდე.
მე შემიძლია ვიყო სამყარო,
ნათელი დღეც და უკუნი ღამეც,
თუ საჭიროა ვიქნები ღმერთიც,
ვიქნები ღმერთიც, თუ შენ მიწამებ.
* * *
ეს ყველაფერი კაი

მიყვარხარ... მაგრამ.......
გავარტყი ეგეთ სიყვარულს...............
* * *
ისევ წვიმაა..
მგონი კედეც ვგავართ ერთმანეთს
მე და წვეთები,
მე და სიჩუმე
თუ მე და სევდა...
ერთნაირი გვაქვს-
გამჭირვალე
-სული თუ ელდა...
მოწყენაც თითქოს
ერთნაირი ვისწავლეთ,
ხედავ?
ის ტირის ახლა
მეც თვალებზე მადგება ცრემლი
და ამ დამქანცველ,უსაგნო გლოვას
ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ
ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით,
მერემეც წვიმად ვიქცევი და
ციდან ვეშვები.
და შენთან მოვა
მ ხ ო ლ ოდ ე რ თ ხ ე ლ,
ფერადი თქეში,
ჩაგისახლდება სულში, გულში,
თვალებში, თმებში...
მწვანე წვეთები-(ჩემი მზერა)
შენს ხელებს შეშლის...
მოგეფერები
მხოლოდ ასე,
წვიმად ქცეული
და ჩემი ბინა დღეს იქნება
შენი სხეული...
გაოგნებული,
დარდიანი
და დაბნეული.
Мне не нужно крыльев, чтобы летать..........