აჰა აქაც იყოს ჩემი გუშინდელი თავგადასავალი

მაინც წვიმას ეხება და სულ სულ ცოტათი რომანტიკასაც რომანტიკას

მოკლედ...
გუშინ ხო ძაან "კარგი" ამინდი იყო
ხოდა როგორც ყოველთვის დაგრუზულმა და ტირილის ხასიათზე მყოფმა, როდესაც დავინახე რომ წვიმას აპირებდა გადავწყვიტე გარეთ გასვლა
ნუ ჩავიცვი და გავედი გარეთ... შემცივდა მაგრამ აღარ შევბრუნდი სახლში... ერთიც ძაანმაგრა დაიწექა და წამოვიდა წვიმა
ნუ მერე უფრო შემცივდა...
მაგრამ ჯიუტად მივაბიჯებდი.... ხალხი გარბოდა გამორბოდა... მე კიდევ უაზროდ ჩაფიქრებული მივდეირნობდი... ფეხებზე მეკიდა ყველა და ყველაფერი....
ცხოვრება მეზიზღებოდა... და არა მარტო ცხოვრება... ყველა და ყველაფერი რაც კი ჩემს გარშემო იყო... ჩემი თავის ჩათვლით...
მივდიოდი და ამ წვიმაში უაზროდ ვტიროდი.... ხალხი ძალიან ცოტა იყო უკვე გარეთ და მე ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა არ გამიკეთებია (ნეტავ დედაჩემს გაეგო რა ამბავს აწევდა ) მივდიოდი და რასაც ქვია მეკიდა ყველაფერ...
უცებ....
ვიღაცა უკნიდან "მეცა" და ისეთი სისწრაფით ამიტაცა ხელში დადა გზის მეორე მხარეს გამაქანა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვახერხე, ვინ იყო ? რა უნდოდა? რომ უცებ საშინელი ხმა გავიგე მივიხედედა ზუსტად იმ ადგილას სადაც მე მივდიოდი ხე ჩამოვარდა დიდი კაკლის ხე ნუ შეშინებულზე კინაღამ ისტერიკები დამემართა.... ის ადამიანი 2 წუთი არც კი მახსოვდა ვიდექი გაშტერებული და ამ წაქცეულ ხეს უყურებდი და ალბათ 100ჯერ გავივლე თავში მე რომ დამცემოდა რა მოხდებოდათქო...
ნუ უეჭველი ეხლა ცოცხალი არ ვიქნებოდი და ამას არ დავწერდი....
მოვიხედე ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი მიდგას გვერდით და ისიც ისეთი მიყურებდა ალბათ ფიქრობდა ვაი შე საცოდავოო.....
ნუ მერე როგორც ხდება ხოლმე სახლამდე მიგაცილებ.... არა მადლობთ... როგორ თუ არა... და მოკლედ მერე მიცილება გაცნობა...
ნომრების გაცვლა და დიდი დიდი სიმპატიები....
დიალოგი.....
რატომ ტიროდი...
არ ვტიროდი....
როგორ არ ტიროდი როცა ტიროდი...
არა არ ვტიროდი....
წვიმა ცრემლებს მალავს მაგრამ არა ისე რომ მე ვერ შევამჩნიო......
__________________________________________
წვიმაში გიცეკვია?
არა... მგონი არა ..... აკი როგორ არა ერთხელ......
მერე?
რა მერე?
მოგეწონა?
კი.........
მოდი გაგართო და გაგაცინო...
არა მადლობთ.....
რისთვის ?
გართობისთვის....
რომ არ გკითხო და ისე გაგართო შეიძლება.....
_____________________
მომე ხელი.................
მერე იყო 2 წუთიანი დაუვიწყარი წუთი, წვიმაში ცეკვა
და ბევრი ბევრი სიცილი......
უბრალოდ ეს იმიტომ მოვყევი რომ ერთმა ადამიანმა მთხოვა დაწერეო....
მართლა მინდა გჯეროდეთ....
რომ ბევრ ძალიან ცუდს მერე აუცილებლად კარგი მოყვება....
მერე რა თუ ეს ურთიერთობა არ გაგრძელდება...
მთავარია მე ისეთი გავხდი როგორიც არასდროს არ ვყოფილვარ
და მიხარია.....
მართლა ერთ რაღაცას შეძლებია მტელი ცხოვრების შეცვლა....
აღარ გამოვიტირებ არავის....
და არც არავის ნებაზე არ ვივლი....
მე ჩემი ცხოვრება მაქვს........
და ბედნიერი ვარ რომ ვარსებობ