_HASAAAN_მოდი ერთი ჩემი წერილიდან დაგიკოპირებ ერთ ძალიან პატარა მონაკვეთს, იმას რაც წვიმას ეხება...
იმას რასაც ვფიქრობ წვიმაზე...

''...წვიმა წამოვიდა და მისი წვეთები ჩემს ფანჯრებს
თითქოს ეფერება... იცი როგორ ნაზად ეხვევა და კოცნის?!
საოცარია წვიმა... მოსიყვარულეც შეუძლია იყოს და დაუნდობელიც... შეუძლია ჩაგეხუტოს და შეუძლია დაგსეტყვოს...
აგატიროს ან გაგაცინოს... გიმღეროს ნაზად ან გიყვიროს, აენთოს მრისხანედ და შეგაშინოს...
მიყვარს წვიმა... მისი ასეთი ხასიათის გამო მიყვარს სწორედ''...
ძალიან მიყვარს წვიმა, გუშინ დავსველდი, გავიყინე, მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ზეცა ჩემის კალთაზე ტიროდა...