ეხ რა იცი შენ რა არის ფინთად ყოფნა... უკვე რამდენი ხანია დავკარგე მიზანი და დანიშნულება. და ინსტიქტურად დამატარებენ ფეხები იგივე გზებით რაზეც გუშინ, გუშინწინ და იმის წინა დღეებში დავდიოდი... თორემ არ მიმიხარია მე სახლში... თითქოს იქ ჩემი აღარაფერი არაა, მაგრამ ქუჩაში ხომ არ გავათენებ... არც მეგობრებთან სტუმრობის აზრი მხიბლავს ამ ბოლო დროს და არც ბოდიალი და "გულში მუსიკის მსუბუქ ზვირთებით" ეს მარადისი "პოეზიის ტკბილი შხამით თრობის სურვილი"... გაქრა და მიიძინა იმ რომანტიკოსმა "ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება"... უბრალოდ სიჩუმე მინდა და მისვლა ლოგინთან და დაძინება... რომ სასწრაფოდ დამთავრდეს ეს ნაცრისფერი დღე...
არც სამსახურისკენ არ მიმისწრაფის გული, იქაც ინსტიქტურად დავდივარ, მამენტ მაგრად მკიდია, მაგრამ ვიცი რომ მე იქ საჭირო ვარ და ვერ დავაღალატებ... თან არც უხელფასოდ ცხოვრება მინდა, ვერ "შევაჯდები" სასტავს "მიდით და ახლა თქვენ მარჩინეთთქო"... ხო და ეგაა რა, სამსახურშიც დავდივარ...
ზოგჯერ რომ მარტოობაზე დამიწუწუნია - განა რატომ?.. განა მიმატოვა ვინმემ?.. არა, ეს მე გამოვეყავი ყველასა და ყველაფერს. განვეშორე და საკუთარ თავში ჩავიკეტე, მუღამდაკარგული... ადრე თუ მე ვუყრიდი თავს ჩემს გარემოცვას და ყველა ღონისძიება და ყველა ინიციატივა მე უნდა ამეგორებინა - ახლა სხვების ორგანიზებულზეც კი მეზარება ხოლმე გამოჩენა...
გოგონა რომ მომეწონება, გამოველაპარაკები და გავიცნობ... და ეგეც ინერციით, იმ ცელქი "უბედურის ერთობის" დროდან მოყოლებული... ალბათ იმიტომ რომ მხიბლავს ახლის დაწყების აზარტული და გამორჩეული განცდები... მხიბლავს იმის განცდა რომ ესეთი რამეები ბევრისთვის მიუწვდომელი ოცნებაა, მე კი ასე - ერთი ხელის მოსმით გამომდის და ეს ალბათ მმატებს თავდაჯერებულობას, ინტერესსა და თუნდაც ცოტათი მაინც აფერადებს ამ ნაცრისფერ უაზრო დღეებს... მაგრამ მჩატე ფლირტის დონეზეღაა ეს ყველაფერი და "მუღამი" დიდი ხანია დაკარგა.
შენ მწერ "სახლში მოდიო"... მე კი აღარ ვიცი სადაა "სახლი", აღარ ვიცი რა მინდა, ან მინდა თუ არა საერთოდ რამე

... შენ თუ გახსოვს რაც მინდოდა, რატომაც მომიწევდა გული და რატომაც ერქვა ამას "სახლი" შემახსენე რა, იქნებ ისევ გაკვესოს "ნდომის ნაპერწკალმა" იქნებ მოვიხსნა ეს მიყინული გაღიმებული გრიმასა სახიდან და გულწრფელად გავუღიმო ისევ ამ ერთდროს უთვალავი ფერით სავსე ცხოვრებას.
რაკი "გრუზინები" ვართ - ყველაფერზე კი არ უნდა "დავიგრუზოთ" კაცო... გავუღიმოთ რა ერთმანეთს - ბლიად
----------------------
! ! ! ამირჩიეთ პრეზიდენტად და მე გპირდებით იმას რაც არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ არასოდეს ! ! ! (შემოხაზეთ 69)