მე ახლა მივხვდი არ იბინდება,
რაც ერთხელ სულში ვნებად იალებს,
დღეს უთენია წვიმამ წამიღო
და ჩემს წარსულში მახეტიალებს....
ზოგჯერ მძულდი და ზოგჯერ მიყვარდი
და გულში დამრჩა ხაზი წყვეტილად,
ახლა ხსოვნაში ინთები ხშირად,
გარდასულ დღეთა ნათელ წერტილად...
უცხონი გავხდით, აღარ ღირს განსჯა
თუ რა შევცოდეთ,ვინ ვის წინაშე.....
რად გამახსენდი?გნატრობდი ხოლმე......
ჩუმად გნატრობდი........ ასეთ წვიმაში..........