MEXXX-ს გადაიქცევა თითქოს სიჩუმედ,
მაგრამ ხმაური არ ჩაწყნარდება,
შეღებავს ზეცას სისხლი წყეული,
კვნესა ცას შეძრავს... და დაღამდება...
გადაიქცევა ის სიყვარულად
და ამურები ფრთებს აჩუქებენ,
შეუერთდება ზეცის კაბადონს,
ანგელოზები ჩაიხუტებენ.
მისი აჩრდილი მოიყვანს წვიმას,
ცას გაანათებს მისი ღიმილი...
მაგრამ ძალიან, ძალიან გტკივა
უკანასკნელი მისი ტკივილი.
გადაიქცევა უხმო სიმღერად,
სადღაც შორიდან რომ მოაქვს ქარებს,
მისი სხეული მიწას დარჩება,
სული გააღებს სამოთხის კარებს.
მაპატიეთ