ორი დღეა თვალას ვადევნებ ამ საშინელ პოსტებს და ტვინი ამეხადა.

ასე მართლა კარგა ხანია არ განმიცდია რამე. არ ვიცნობდი MEXXX-ს, მაგრამ ფორუმიდან მაინც ვიცოდი, ისე შორიდან.
საშინელებაა, თან რა პატარა ყოფილა. ნეტა მისი ბოლო პოსტი როგორი იყო?...
ისე რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ადამიანის თვისებაა, როცა ვიღაც უკვე აღარ არის, და მას უკვე წარსულში მოიხსენიებ, ცდილობ გაიხსენო მასზე ყველაფერი. განსაკუთრებით ბოლო წუთები, ბოლო ნათქვამი, ბოლო ღიმილი, ბოლო შეხვედრა და ა. შ. და პიქრობ, მაშინ რო გცოდნოდა, რომ ეს ბოლო იყო....
არა, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, აღარ შემოვალ ამ თემაში. ძალიან მოქმედებს, (თან ორსულად ვარ)
თუმცა მე რა მაქ სათქმელი, ახლობლებმა და ჭირისუფლებმა რაღა თქვან. და საერთოდ, მშობელზე მეტად ვისთვის იქნება ეს ტრაგედია მოუშუშებელი. სხვა ყველა მაინც იპოვის თავის გზას, ცხოვრებაა უბრალოდ ასეთი, დრო თავისას მაინც გააკეთებს და მხოლოდ მწარე მოგონებას და დიდ ტკივილს გიტოვებს გულში. აი, დედის მწუხარებას კი არ ვიცი, განელება არ უწერია.