bocmaniიღვრება თბილი მელოდიები,
მაუსთან ერთად ვზივარ მარტოკა,
ნუთუ ვერა გრძნობ რომ ველოდები?
შენ კი კვლავ "ცეკვავ ჩემს" ქალბატონთან
თან სასაცილო ამბებს იგონებ,
ის კი კისკისებს და მხრებზე გეხვევა,
ერთხელ ტუჩებმა ყელიც იპოვეს
ვფიქრობ-ჯანდაბას, ალბათ შემთხვევით.
ვღიმი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვცოდვილობ,
ლამის დამახრჩოს ახლა კითხვებმა,
შენ რასა ფიქრობ, ჩემო ბოცმან,
ქალს ბევრი არ მოეკითხება...
არ შემაყაროთ თვალში ნაცარი,
თქვენი "ცოდვები" ღმერთმა შეგინდოთ,
ის ქალბატონი რომ გამაცანი,
მაპატიე და მოგწონს შენ თვითონ.
ვზივარ მარტოკა, ვპოსტავ და ვინ იცის,
იქნებ ვიქეცი მართლა მაუსად?
ნუთუ არ გქეჯნის სულში სინდისი.
მაგარი ნაცოდვილარი გამოვიდა
This post has been edited by licemer on 23 Jun 2008, 13:52