რალამაზი სიტყვებია
მე შენ მიყვარხარ - მიახვედრა ადამმა ევას
რამეთუ ევამ არ იცოდა პომონთა ენა,
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში,
მე შენ მიყვარხარ და ატირდა ქვაბულში ბავშვი.
მერე გამრავლდა, დავაჟკაცდა, ბედთან იომა
და იმ ბავშვისგან წარმოიქმნა კაცობრიობა,
აშენდა რომი, ბაბილონი, დიდი ელადა...
მე შენ მიყვარხარ -კაპულეტის მთვარიან ბაღში
შეერთდა ორი უცოდველი ამბორი ბავშვის,
მე შენ მიყვარხარ, შენი ეშხით მინდა ვიდაგო,
საყვარლის ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო.
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი,
დიდოსტატის გულს შემოეჭდო, ვით ჭიგოს ვაზი,
მე შენ მიყვარხარ, ყვავილები მინდორს ამკობენ,
გოგო-ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ.
მე შენ მიყვარხარ-იტყვის ვიმე ამ სიტყვებს ხვალაც,
ადამ და ევას გაკვალული ბილიკით წავა,
დაიმსხვრევიან დოქები და თიხის თAსები,
გაიქცევიან ვარსკვლავები , ჩავლენ მზეები,
და იყოს თუნდაც ცის შერყევა და მიწის ნგრევა,
მე შენ მიყვარხარ - მიახვედრა ადამმა ევას.
და არ მოკვდება ქვეყნად სიცოცხლე...