ე.ი. რაშია საქმე -
თბილისში ძირითადი კრიტერიუმები, რითიც გოიმობის "დიაგნოზს" სვამენ:
მეტყველების მანერა
ჩაცმის სტილი
გარეგნობა
ინტელექტი
აზროვნება
სოციუმი
და ა,შ.
ამ ყველაფერს პირადმიდის პრინციპით თუ დავალაგებთ და მერე შესაბამის ვარიანტებს მივუწერთ, გამოვა, რომ:
ვინც მილანში მიფრინავს შოპინგზე, იმას ვიქტორიას "სეკრეტი" ეჩვენება გოიმობად,
ვინც ოლდ ნევიდან იწერს, იმას "პეკინზე" შოპინგი ეჩვენება გოიმობად,
ვინც პეკინზე შოპინგობს, იმას, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. უსასრულოდ "ხულოს" ბაზრობამდე და იმის იქით კიდო

ვისაც "ფღანგული" აქცენტი აქვს, იმიტომ რომ ნახევარი ცხოვრება თვითმფრინავში აქვს გატარებული, იმას თბილისური "ჯაან ტაკოი" მანერა ახალისებს, თბილისელ "ძაან ტაკოებს" და "ტაკოში პეროებს" "ლ' " მიგვდის გული, ბატონო ჩემო, სამაგიეროდ "ლ' "-ები ქუთეისლებს დასცინიან, ქუთეისელები გორელებს და ა.შ. უსასრულო ზემო მაჩხაანამდე და იმის იქით კიდო

შაბათ-კვირას დაჩაზე ატარებს საგურამოში, ისინი კუს ტბის "კლიენტებს" დასცინიან, ზატო საგურამოსდაჩებზედამსვენებლები კანარის კუნძულებზე დამსვენებლებს ეჩვენებათ გოიმებად..
ვინც თიბისიში მუშაობს, ისინი ზემოდან უყურებენ სახლხო ბანკის თანამშრომლებს, ზატო სახალხო ბანკის თანამშრომლები მარშუტკით დადიან და არა ავტობუსით...
ვინც კანის კინოფესტივალზე იყო, ის ამირანში აღარ დადის, ზატო ვინც ამირანში დადის, ის დასცინის მეზობელს, რომელიც კასეტაზე უყურებს ფილმებს..
და მე, ისევე როგორც თქვენ, ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავართ..

ეს, რა თქმა უნდა, არც მე მეხება, და არც თქვენ..

უბრალოდ მე არასოდეს მეყოლება შეყვარებული, რომელიც შუაზე გაყოფილს ატარებს თმას, დიდი კახური ცხვირი აქვს, წვეტიანი "მოპწნული" ფეხსაცმელი აცვია და სპორტული ჯიბეებიანი შარვალი, არც ისეთი შეყვარებული არ მეყოლება, რომელიც რომ ბრაზდება, იმერულად უქცევს და სახლთან რომ მომაკითხავს და ჩამოსვლას დავაგვიანებ, ფანჯარას კენჭს ესვრის.
არც ისეთი შეყვარებული არ მეყოლება, რომელსაც "2 წიგნი არ აქვს წაკითხული", (იმიტომ რომ კაკ მინიმუმ 3 უნდა ქონდეს წაკითხული - იმდენი, რამდენიც მე), ის ბიჭიც გოიმია, ბრენდების დასახელებები ინგლისურად რომ არ იცის და შეცდომით ამბობს, არც ისეთი ბიჭი არ მინდა, მისი ძმაკაცები რომ რომელიღაც გარეუბნის რეპერები არიან...
არც Fერრე და დონა კარანი (

) არ მინდა, არც მილანი და პარიზი არ მინდა, არც ის არ მინდა, ჩემზე დიდ დროს რომ ატარებდეს სარკესთან და წიგნების სათაურები და ავტორები რომ ქონდეს დაზეპირებული, ქართულ კოკა-კოლაზე რომ გული ერეოდეს, იმიტომ რომ ჟენევაში უკეთესია..
ეს სნობია, ის გოიმია..

რაღაც ისეთი მინდა, მე რომ მგავდეს, "გოიმურად" რომ აზროვნებდეს და თვლიდეს, რომ გოგო ქალიშვილი უნდა "ჩაბარდეს" ქმარს, ეგეთი არ მინდა, არც "ტრაკში პერო" არ მინდა, რომელსაც მერე რა, რომ ძმაკაცის გოგოზე უდგება...
ერთისთვის მე ვარ "გოიმი", მეორესთვის "სნობი"... ხოდა მესამე მინდა რა...
არადა ფხიზელი ვარ