ე.ი. თუ გოგოს ან ბიჭს ახასიათებს ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან რომელიმე, ე.ი. ცოტა წაუგოიმებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მომხრე ასე ზედაპირულად დიაგნოზის დასმის, პიროვნების უპატივცემულობად მიმაჩნია, მაგრამ მაინც, ზოგადად ჩამოვწერ:
1. ჯაან ესე რო ლაპარაკობს, გოგჩო როა. ბრრრ მაღიზიანებს
2. ბაევიკები რო ევასება(ბიჭებს, ძირითადად)

3. ესქკურსიაზე ავტობუსში პოეზიის საღამოს რო ატარებს. თან, სკოლის პროგრამას რო მიყვება - ანუ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრით რო ამთავრებს

აი, მაკანკალებს, ისე ვერ ვიტან.
ამას წინათ მოხდა: ექსკურსიიდან მოვდივართ მთვრალები, ჩვენთვის ვმღერივართ ყველა, ჯიგრულ პონტში ვართ და გვერდზე შეიკრიბა 4-5 ადამიანი და დაიწყეს 3-11 კლასის ჩათვლით ქართული ლიტერატურის წიგნის ჩამორაკრაკება(ნუ, ასეთმა პეროიანებმა, როგორც წესი, მეტი არ იციან). 'ვაიმე, მე გალა
ქტიონი მიყვარს, ვგიჟდები, რა სიღრმე აქვს, რა რითმა'... 'აუ, მე ვაჟა უფრო, მისი ბუნებისადმი დამოკიდებულება(აი მანდაა ვაჟას გენია, იციან ბოვშებმა

)'... ვოფშემ, სასწაული იყო...
4. გონებადახურულია, შემოფარგლულია რა რომელიმე ერთი იდეოლოგიით(იდეოლოგიაში ვგულისხმობ როგორც ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობებს, ასევე ირიბს, მაგალითად, დედ-მამის ნათქვამს და ა.შ) და არ სურს მის გარეთ გახედვა, ანუ, მიმღებლობა, ღიაობა აქვს 0.
5. საკუთარ თავს უღებს სურათებს სხვადასხვა პოზებში(ძირითადად, ტუჩებგამოგერილ ფორმაში) და მერე დებს ოდნოკლასნიკებზე ან სადმე სხვაგან.
6. ე.ი. გრამატიკაში იმდენად ჭედავს, რომ ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან ვსვავ-ვსვამ - ს.
ანუ, შეიძლება ეს თვისებები მაინცდამაინც გოიმობას არ განსაზღვრავს ობიექტურად, მაგარამ... მე ესენი არ მიყვარს და რა ვქნა. ისიც მესმის, რომ ეს სნობური დამოკიდებულებაა...
ჰო, კიდე აქ დაიწერა, დაუბანლობა და რაღაცეებიო. ეგ მგონი გოიმობის პრობლემა ნაკლებადაა
Johanna