ახლა მისმინე
სამზადისი იყიდე კარგი კონიაკი, ლამაზი ვარდების თაიგული და ის სუნამო, რომელიც გინდა რომ ამ გოგონას ესხას შენს გვერდით როცა იქნება ("ისი პარიში" იყიდე, ან "ვულევუში') სუნამო უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ის რითაც ის სარგებლობს, რომ ის პირველივე დღიდან შენს საჩუქარზე გადავიდეს (ეს მნიშვნელოვანია). გვერდზე გადადე შენი გახეული ჯინსები და ჩონჩხის ნახატებიანი მაისურები, ჩაიცვი უბრალოდ,პეწიანად, მსუბუქად და სუფთად. იპკურე რაიმე კარგი სუნამო... უთხარი შენს თავს სარკეში, რომ ის "განსაკუთრებულია" და გადადი "შესრულებაზე".
შესრულება საღამოს, ასე 8-9 საათზე (როცა წესით ყველა სახლში იქნება), შენ მათ კარებზე დააკაკუნებ. რომ გაგიღებენ მიესალმები და "თუ შეიძლებათქო" მიანიშნებ რომ შეგიპატიჟონ (შენ ეს დაგჭირდება, რადგან ყვავილების თაიგულით ხელში რომ დაგინახავენ ეგონებათ, რომ ბინა შეგეშალა)... ახლა ისინი დაბნეულები არიან, ახლა აქ შენ ხარ ერთადერთი რომელიც აზრზეა ვაბშე რა ხდება, ისარგებლე ამით - წარუძეხი სუტუაციას... ბევრი არაფერი დაგჭირდება,

ღიმილი და თავაზიანი (მაგრამ თავდაჯერებული) ტონი...
"ეს თაიგული თქვენ ქალბატონო (რაც ქვია)" მიმართე დედას და თაიგული ღიმილით გადაეცი, ის გეტყვის ან მადლობას და ან რამე სხვას - პოლემიკაში არ შეყვე, უპასუხე თავაზიანი ღიმილით და მამაზე გადადი
"ბატონო (მისი სახელი) როგორც ხვდებით მე თქვენს ქალიშვილთან დასალაპარაკებლად მოვედი, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და ეს მისთვისაც სიურპრიზი იქნება (აქ გაიღიმებ)... ხოლო მისი პასუხი კი - გადაწყვეტს თუ როდის გავსინჯავთ თქვენ და მე ამ კონიაკს ერთად" აქ ისევ უღიმი და კონიაკს გადასცემ. გიღიმის ისიც

, ჯერ ერთი რომ საპირისპიროს საფუძველს არანაირად არ ტოვებ, მეორე იმიტომ რომ დაბნეულია და ამ დროს შენში (ერთადერთ აქ მყოფ "კომპეტენტურ" ადამიანში) ეძებს იმ რეაქციას რომელიც ადექვატური იქნება, რომ მანაც აირეკლოს - შენ კი მას მეგობრულად უღიმი

... მერე, მიუბრუნდი გოგონას და "თუ შეიძლება, რომ დავილაპარაკოთ" და ხელით სულ ერთია რომლისკენ - რომელიმე, მანამდე დალივერებულ, ცარიელი ოთახისაკენ მიუთითებ დაჯდებით და ეტყვი "(სახელი) მე ვიცი, რომ შენ ჭკვიანი გოგო ხარ და რომ ამ ყველაფერს სწორად შეაფასებ, მაგრამ ახლა ოქროს ბეჭედის მორთმევა მიზანშეწონილად არ ჩავთვალე,

რადგან მაინც მოულოდნელი ვიზიტია და ცოტა დაგაბნევდი

... ნუ დავარქმევთ ამას ნურაფერს, უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი ყურადღება გამომეხატა" მთავარია შენი სათქმელი, არ დაარღვიო მისი შეკრული ფაბულა, არავის არ შეყვე პოლემიკაში, პასუხობ თავაზიანად მოკლედ და ზოგადად... მალე მორჩები საუბარს გოგოსთან მალევე დაემშვიდობები ოჯახს და დატოვებ მათ.
თუ დაგაძალებენ დარჩენას (და ეს ასეც იქნება) "სხვა დროს იყოსო" ეტყვი, "დღეისათვის ისედაც საკმარისად დავიგროვეთთქო შთაბეჭდილებები

"...
მეორე დღეს დაურეკავ, ვინც არ უნდა გიპასუხოს მიესალმები და თბილად მოიკითხავ, მერე გოგოს იხმობ ტელეფონთან და სადმე დაპატიჟებ (არ გინდა დისკოთეკები და ღამის კლუბები, არც რესტორნები), ყველაფერს ჯობია ოპერისა და ბალეტის თეატრი, ჯერ ერთი მაგრად გაგისწორდებათ, მეორე მაგარი ეფექტურია (მშობლების თვალში) და მესამე და მთავარი - რაგინდ პარადოქსულიც არ უნდა იყოს - მაგარი იაფია

... ან თეატრში, ან თუნდაც კინოში სადმე - რამე საინტერესოზე... დანარჩენი შენც იცი

წარმატებები
რაკი "გრუზინები" ვართ - ყველაფერზე კი არ უნდა "დავიგრუზოთ" კაცო... გავუღიმოთ რა ერთმანეთს - ბლიად
----------------------
! ! ! ამირჩიეთ პრეზიდენტად და მე გპირდებით იმას რაც არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ არასოდეს ! ! ! (შემოხაზეთ 69)