ცად ამიტაცებს ვიცი სიცელქით
და დამიქარგავს მზე იებს გულზე.
ღმერთო მე რაღა ქალი იქნები,
თუ ერთ სიყვარულს ვერ ვუერთგულებ.
ბედნიერება მახრჩობს მზისფერი,
მომკლას,რას მიზამს უფრო უარესს...
ღმერთო მე რაღა ქალი ვიქნები,
თუ ერთ სიყვარულს ვერ მოვუარე.
...მე შენმა სუნთქვამ გამომაღვიძა
და მერე მივხვდი,იყო სიზმარი.
გარეთ ნუშები შენზე მღეროდნენ,
იყო წუთები დაუვიწყარი...
არადა... რააავიცი, რავიცი...
ბაააწია...
........................
ხიდზე ვდგავარ და მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ...
მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული...
ჩაყარეთ სითბო...