#9958770 · 8 Jun 2008, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_siyvarulovna_ ერთი პერიოდი მეც ზუსტად შენსავით ვიყავი, სანამ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდა კარგი გოგონები, რომლებიც მოგვიანებით ჩემი დაქალები გახდნენ და ჯერ ჩვენი დაქალობის ისტორიაში არ გვახსოვს შემთხვევა კაცის გამო, რომ გვეჩხუბოს.
QUOTE | სხვას ვერ ვენდობი... ამიტომ მეგობრობითაც ყოველთვის ბიჭებთან ვმეგობრობდი... |
ის რომ ვერ ენდობი, ეს პრობლემა უფორ შენშია. შენი ბუნება ჩემი აზრით ქვეცნობიერად, სრულიად გაუაზრებლად, დარწმუნებული ვარ ამაზე არც არასოდეს გიფიქრია, გოგონებს აღიქვამს კონკურენტებად და ამიტომაც
QUOTE | და თან მოღალატეებიც არიან....
ბიჭის გამო რასაც ქვია დედას გიტირეგბენ... |
დაწერე ეს... ნუ მარტო ბიჭის გამო დედას გიტირებენო, რომ დაგეწერა მაშინ გასაგები იქნებოდა, რომ ისინიც ასევე აღგიქვამენ კონკურენტებად, მაგრამ თუ მოღალატეებზე ამტებ გამოდის, რომ გული გატკინეს და შენ ვინმე მოგწონდა და გიყვარდა და "აგახიეს", ამიტომაც ამის შემდეგ დაიწყე მათი კონკურენტებად აღქმა და სწორედ მაგიტომაც ვერ მეგობრობ მათთან. რა თქმა უნდა დაქალთანაც ლაპარაკობ პირადულს და ალბათ საიდუმლოს ვერ ინახავენ და სხვებს ეუბნებიან ეს კიდევ ისევ კონკურენციას წარმოშობს, რამაც გამოიწვია შენი მათთან თითქმის ჩამოშორება. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი კარგი მესაიდუმლეები არ არიან, თუმცაღა მათ ინეტერესბში არ შედის შენი პირადის გაბაზრება და სიყვარულს რაც შეეხება.. თუ ოდესმე დაკვირებიხარ წყვილების უმეტესობა ერთმანეთს ან სამსახურში იცნობენ, ან სკოლიდან, უნივერსიტეტიდან მოდიან ერთად ანაც ახლოს ცხოვრობდნენ. ადამიანი არცთუ პრიმიტიული არსებაა, მაგრამ სიახლოვე და აბსოლიტური გახსნილობა ბადებს რაღაც გრძნობას, რაღაც მომენტში შეიძლება მას ეგონოს, რომ უყვარხარ ან შეიძლება მართლა უყვარდე.
QUOTE | ნუ ბუნებით ძაან მხიარული თავისუფალი გიჯი რავი რაც კი სეიძლება ყველაფერი ვარ... ხოდა რავი რატო იგებენ ბიჭები ჩემს ესეთ ქცევებს სხვანაირად? |
QUOTE | არ მინდა რომ სხვანაირად გაიგონ ჩემი თავისუფლება და თბილი ხასიათი მაგრამ ვერ ვხვდები... |
არავინ არ იგებს არაფერს სხვანაერად. უბრალოდ შენ არა ხარ ისეთი, რომ პირველად მამაკაცი აღიქვა, როგორც მამაკაცი. არამედ შენ მას 99%ის ვარიანტში აღიქვამ, როგორც ძმაკაცს. ეს შენ გგონია, რომ შენი ძმაკაცია, ის კი სულ არ გეძმაკაცება, ან უკეთეს ვარიანტში ამას უფრო დაახლოების საბაბად იყენებს. თან მამამკაცების უმეტესობას არ ყავს გოგო მეგობარი და ასეთები შენს ქცევას პირადპირი მნიშმვნელობით იღებენ და ასეც იქნება ნებისმიერ ვარიანტში. დაგენიძლავები 3-4 ძმაკაცი კი არა მთელი ჯგუფი გყავს ძმაკაცების. ეს შენივე ბრალია ასე თუ ხდება, იმიტომ რომ ბიჭების უმეტესობას ირგვლივ არტყამ ძმაკაცის იარლიყს თავიდანვე, და არ აძლევ მას საშუალებას, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ისე მოგეკიდოს. მერე შეიძლება გაუჩნდეს გრძნობა ან ვნება და შენი ძმაკაცობაც უცებ ირღვევა. პირველ რიგიში ძმაკაცი ყველას არ უნდა დაუძახო და უნდა შეარჩიო. მე ასეთი 1-2 მყავს, ოღონდ ნამდვილი ძმაკაცები. მათთან აბსოლიტურად გახსნილი ვარ და შიშველიც, რომ მნახონ ისინი ვერასდოეს აღმიქვამენ როგორც ქალს და ანლოგიურად მეც და ეს უკვე გამოვცადე(არა ძალით არა თქმა უნდა შემთხვევით), მათგან არცერთს არ ვუყვარვარ დამიჯერე და არც მე, ისევე როგორც ვერ გეყვარება შენი და ან ძმა.
QUOTE | აი გუშინაც ადამიანი რომელთანაც პირველი კურსიდან ვმეგობრობდი და ნუ ყველაფერში ვენდობოდი მეუბნება რომ ვუყვარვარ... ნუ ისეთი ამბავი დავაწიე... ბოლოს შემეცოდა |
ნუ რატო მერე? მერე შენ ამბობ საკუთარ თავზე რომ ჭკვიანი ხარ? ადამინის პიროვნების ასე გათელვა, მხოლოდ მაშინაა ჩემთვის დასაშვები თუ ის უკვე ძალიან გაწუხებს ეს ადამინი, ხომ უბრალოდ სიყვარულში გამომგიტყდა... ნუ რა ქნას თუ შეუყვარდი. გირჩევ უბრალოდ გაგებით მოეკიდო თუ გრძნობაზე ვერ უპასუხებ. ანალოგიურად მოვიქეცი ადრე, დაჟე უფრო უარესადაც, მერე ვინანე უბრალოდ მივხდი, რომ იდიოტი ვიყავი და დიდი სისულელე გავაკეთე, მე მას დიდი სულიერი ტკივილი მივაყენე. მაგრამ ის ვისაც გულით არ ვუყვარვარ და უაზროდ მაწუხებს, სხვა ინეტერესები აქვს შესაბამისად ვექცევი.
QUOTE | საერთოდ ბუნებით ისეთI ადამიანი ვარ რომ გოგოებს თითქმის ვერ უგებ ნუ რა ვქნა ვაღიარებ რო ზოგი გოგო ნამეტანი უტვინოა... |
არ გირჩევ ვინმეზე თქვა,რომ უტვინოა, დებილია და ა.შ. შენ არ იცი მისი გონების პოტენციალი, შეიძლება არ ავლენს ან თუ ავლენს ცუდად. ყოველ შემთხვევაში შენზე ჭკვიანიც ბევრი მოიძებნება და შენზე უნდა თქვან რა უტვინოაო? თუ მათი ცხოვრების რაღაც პრინციპი შენთვის მიუღებელია ეს უკვე სულ სხვაა და შენ მაინც არა გაქვს მათი გაკიცვის უფლება, რა იცი რომ შენი არჩეული პრინციპია სწორი. ერთს გირჩევდი კიდევ, მიიღე ადამიანები ისეთები როგორებიც არიან და ამოარჩიე მათში შენთვის ყველაზე უფორ მისაღები ტიპი და იმასთან იმეგობრე და ჩემი ცხოვრების პრინციპს გეტყვი, იმედია შენც მოგეწონება, მარკესის სიტყვებია-"ნურასოდეს ნუ დახედავ ადამიანს ზევიდან თუ მის წამოყენებას არ აპირებ" ყველაფერი რაც დაგიწერე მხოლოდ გირჩიე, წერის სტილი ცოტა უხეში და პირდაპირი მაქვს და შენს თავზე ბევრი რამ არ მიიღო. და რაც შეეხება შენს ბოლო კითხვას
QUOTE | ერთი ამიხსენით რა... მე ვარ არანორმალური? და ზედმეტები მომდის? თუ ისინი იღებენ ყველაფერს სხვანაირად? რა ჩემი ბრალია თუ ესეთი ვარ? |
არც არანორმალური ხარ, არც ზედმეტები მოგდის, უბრალოდ ბევრ რამეზე ცოტათი უფორ მეტად უნდა დაფიქრდე და ხელახლა გადაწყვიტო ესა თუ ის საკითხი. პ.ს.მაპატიე გრამატიკული შეცდომები და თუ რაიმეს ვერ გაიგებ მომწერე და გიპასუხებს
--------------------
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123
|