რა არის ოცნება?
ოცნება ის არარეალური სამყაროა, რომლის ბატონ-პატრონებიც თავად ჩვენ ვართ,
შესაბამისად: ოცნებებში რასაც მოვინდომებთ ისინი ვხვდებით- აღარც სუსტები ვართ, აღარც წარუმატებლები,
აღარც უიღბლონი, არამედ წარმატებულნი, მდიდარნი, ძალაუფლებიანნი და ა.შ.
შესაბამისად, ოცნება ასაზრდოებს ისეთ უარყოფით თვისებებსა და განცდებს, როგორიცაა
დიდებისმოყვარება, პატივმოყვარეობა, ანგარება, შური, სიძულვილი და ა.შ,
ანუ ოცნებებში (შეუმჩნევლად) ჩვენი უარყოფითი თვისებები ''ფრთებს ისხავს''
მოკლედ ჩვენს თავებზე ოცნებების წყალობით წარმოდგენები გვეზრდება.
აი ამიტომაა მეოცნებეობა მავნებელი...
გამონაკლისი მე ვფიქრობ საყვარელ ადამიანზე (ადამიანებზე) ანუ მათთან ახლოს ყოფნაზე ოცნებაა,
მონატრებულ სამშობლოზე ოცნებაა, მოკლედ ყველა ობიქტურად დადებით საგანზე ოცნება