მე შენ მჭირდები არა კვატი

... ეგაა სერიალებიდან აღებული ფრაზა... თორემ რუსთაველმა იმხელა "ვეფხისტყაოსანი", სულაც რომ სიყვარულს მიუძღვნა - თუ ეუბნება იქ რომელიმე თავის სატრფოს "იცი ბლინ, მამენტ მაგრად მჭირდები, რა"... მაგრამ აბა დღის ნებისმიერ შუალედში, გაბედე და ჩართე "რუსთავი 2" - აი იქ კი არცერთი "ხუანი" არ დაელაპარაკება არცერთ "ხულიანას", რომ ეს დიშოვი ფრაზა სახეზე არ მიატყეპოს

...
"მე შენ მჭირდები" - ში "შენ" - არა ხარ მთავარი, არამედ ის რაღა "სხვა", რისთვისაც "მე"-ს დაჭირდი "შენ" (აქ
მეც და
შენც უბრალო საშუალებებია, რომ მივიღოთ რაღაც მთავარი, რაღაც "სხვა")
მაშინ, როცა
მე შენ მიყვარხარ - ეს ულამაზესად გადმოცემს ყველაფერს და ზემოთ განხილული მდაბიო მატრაკვეცობისაგან განსხვავებით არ მოიცავს არაფერს შეფარულს, არაფერს - რაც "მე"-ს ან "შენ"-ს დანისლავდა და გადაწონიდა... ყველაფერი მარტივია, მოკლე და გასაგები...
მე შენ მიყვარხარ და თითქოს ოდეთგანვე, ჩვენს სისხლსა და გენში ჩაწერილი, მამათა და პაპათა, დედათა და დიდედათა მიერი ბაგით დაღვრილი სითბო და სიტკბოება იღვიძებს ქვეცნობიერში ამ სიტყვიერი პაროლის გამგონე... და სრული დატვირთვითა და სრული სისავსით გადმოგვაცემინებს იმ განცდას, რასაც ამ ადამიანისადმი განვიცდით... და მასაც, ამის გამგონეს, აწვდის მაქსიმალურად ვრცლადა და ტევადად - არა სიტყვების კორიანტელს, არამედ განცდას, წრფელს ნაღდსა და გასაგებს... (მაგრამ უხ რარიგად აუხსნელს

)
რაკი "გრუზინები" ვართ - ყველაფერზე კი არ უნდა "დავიგრუზოთ" კაცო... გავუღიმოთ რა ერთმანეთს - ბლიად
----------------------
! ! ! ამირჩიეთ პრეზიდენტად და მე გპირდებით იმას რაც არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ არასოდეს ! ! ! (შემოხაზეთ 69)