საქმე კი არც ისე საპანიკოდაა, როგორი შთაბეჭდილებაც ზოგიერთის პოსტიდან გამომდინარე იქმნება, უბრალოდ ასაკია ასეთი, ამ ასაკისათვის კი დამახასიათებელია:=1= "თვითდამკვიდრების სინდრომი"
=2= მარადიული "თვითშემეცნების მომენტი" (ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად - ინტელექტის და მიხდვით) და
=3= ეს უსასრულო "კომპლექსების" ბუკეტი, რომელსაც მათი გარემოცვის მიერ შქმნილ რეალობასთან მათივე სოციოლოგიური მოთხოვნების პერმანენტული დაჯახბა წარმოშობს...
შესაბამისად ვიღებთ "თინეიჯერს" (რატომ თინეიჯერს - მერე ავხსნი), რომელიც ცდილობს რომ თავი დაიკომპლექსოს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს (
კომპლექსები), ან ცდილობს რომ ერთი კილო ჯაჭვები დაიკონწიალოს ზედ და ამით ყურადღება მიიბყროს (
თვითდამკვიდრება), ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაბალ უბეზე ჩაივას შარვალი და ისიც მაქსიმალურად დაბლა ჩაიწიოს, ტრუსიკი აუცილებლად მაღლა უნდა მოჩანდეს... რატომ?.. იმიტომ რომ ტრუსიკში კი არაა საქმე - უბრალოდ ყურადღების მიბყრობას ცდილობს რათა ისევ დაინახოს, რომ "შეამჩნიეს" (
თვითდამკვიდრება)
თვალები თუ შემთხვევით გაუსწორეთ ერთმანეთს - ის პირველი არ აგარიდებს

, იტყვით რომ სირობაა?.. კი მართალი ხართ

მაგრამ მისთვის ეს ერთგვარი "ბრძოლაა", რომელშიც გამარჯვებულად თავის გრძნობა "ჰაერივით სჭირდება", რათა ეს მისი
თვითდამკვიდრებისა და
თვითშემეცნების ფაზაში მისივე "ვაჟნობაზე" შეხდულების ასაშენებლად - ერთი აგურით მეტია...
და
მეორე საკითხია - თუ რატომ მაინცა და მაინც "თინეიჯერები". ამის პასუხი იწყება იმით, რომ
თვითდამკვიდრების მომენტი ამ ასაკში სექსუალური მუხტის გაჩენასა და ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო მძაფრდება და თავისმხრივ ეს ზრდა
თვითშემეცნებასაც მისი უეცარი აღმოცენებითა და უცებ მთავარ ინსტინქტად (მისი ქრონიკული უკმარობის გამო) გადაქცევის შედეგად ძალიან ბევრ უპასუხო კითხვებს აძლევს გასაანალიზებლად... და როცა "თინეიჯერობის" ასაკი ჩაივლის, ადამიანი უკვე იწყებს ამ "ეიფორიიდან" გამოსვლას, ის უკლებს "დუღილს" და იწყებს "დაღვინებას"... მან, ასე თუ ისე, უკვე დაიმკვიდრა მისი ადგილი და მისი თავიც შეიცნო, ამიტომ შედარებით ნაკლებად "ცქმუტავს"

და უფრო სტაბილური და მტკიცე ხდება... მოიმატა თავდაჯერებულობამაც ამიტომ ის ნაკლებად კომპლექსდება და ექცევა ვისიმე გავლენის ქვეშ, არამედ იცის რა არის მისთვის მისაღები და რა მიუღებელი და გადაწყვეტილებებში უფრო სერიოზულია და გააზრებული...
ასე რომ, ჩემო კარგებო, ჯობია ზედმეტ გულისფანცქვალს მოვუკლოთ

ისინი ჯერაც არ "დამწიფებულან", მაგრამ პატივსაცემია მათი არჩევანი, რადგან მათ გასავლელს - სხვა ვერასოდეს გაივლის და მათ "დასამკვიდრებელს" ვერ დაიმკვიდრებს. და თუ უხეშად ჩარევას შევეცდებით - ის გაირიყავს თავს შენგან და მასზე ყოველგვარი გავლენა "ჩაგეკეტება" ... ჯობია არ ჩავერიოთ უხეშად და კულისებს მიღმიდან შევძლოთ მათი საქმეების კურსში ყოფნა, რომ მაჭარი ისე დადუღდეს - დაღვინებამდე ჭურჭლი არ გახეთქოს და დაბლა არ დაიღვაროს...
This post has been edited by D_I_M_I_T_R_I on 5 Jul 2008, 14:58
რაკი "გრუზინები" ვართ - ყველაფერზე კი არ უნდა "დავიგრუზოთ" კაცო... გავუღიმოთ რა ერთმანეთს - ბლიად
----------------------
! ! ! ამირჩიეთ პრეზიდენტად და მე გპირდებით იმას რაც არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ არასოდეს ! ! ! (შემოხაზეთ 69)