მოკლედ ასეთ სიტუაციას წავაწყდი
ჩემი მეგობრის ძმამ ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი სიყვარულით...
მოხდა ისე რომ ამ გოგომ სურათების ალბომში აღმოაჩინა მისი ქმრის სურათი სადაც ბიჭი ეხუტებოდა თავის ბავშვობის მეგობარს, ამას მოყვა სერიოზული სკანდალი.... ეჭვიანობის სცენები.. შარვლების დახევა და ჭურჭლის მტვრევა... სახლიდან გაქცევა და ბიჭისთვის აკრძალვა იმ გოგოსთან ახლო მახლო გაჭაჭანების ( სურათზე აღბეჭდილი გოგონა არა მარტო ბიჭის არამედ ბიჭის დის უახლოესი დაქალია და ერთ კორპუსში არიან გაზრდილები)
ამბობენ გოგო საშინელი ეჭვიანი არისო,
ჩემი აზრით ეგ უკვე ეჭვიანობა კი არა დაუნიზმია

ძალიან ბევრი მსგავსი ისტორიები გამიგია, არა ერთი ჩემი მეგობარი წამომხტარა და გაქცეულა შეყვარებულის თუ ცოლის/ქმრის "დაძახილზე", ბევრი აკანკალებული გოგო მყავს ნანახი იმის შიშით რომ შეყვარებულმა არ დაინახოს კაფეში ან რესტორანში სხვა ახალგაზრდებთან ერთად... ასევე ბიჭებიც ბევრი მინახია "თავისუფალი ბიჭების" თავშეყრაზე (ფეხბურთის საყურებლად ან ქალებში გასაგულავებლად) რომ ვერ გაუბედავს წასვლა....
მე ეს ყველაფერი არანორმალურად მიმაჩნია თუმცა შეიძლება ეს მე ვარ ასე "უგულო"

თქვენ რას ფიქრობთ??
This post has been edited by Natuca on 2 May 2005, 19:27
მიმაგრებული სურათი