ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა არ შემიძლია...
ზოგადად ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, უარყოფითი ემოციაა და შესაბამისად არ არის არც სასარგებლო და არც სასიამოვნო. მე პირადად პათოლოგიურად არ ვარ ეჭვიანი, აი საერთოდ... არც არასდორს ვიყავი და ხანდახან მაქვს კიდეც სურვილი ვიეჭვიანო, მაგრამ... არ გამოდის. ამის გამო მადლობა ჩემს საყვარელ ადამიანს უნდა გადავუხადო, როემლიც მე არანაირ მიზეზს, თუნდაც სასაცილოსაც კი, არ მაძლევს

თუმცა ყოფილა შემთხვევები,როდესაც ჩემზე "უეჭვიანიათ". და სხვათა შორის, ზოგჯერ ეს სასიამოვნოც იყო! ჩემი აზრით, მსუბუქი ეჭვიანობა მისაღებია ურთიერთობის დასაწყისში, როდესაც ჯერ არ ხარ დარწმუნებული, რომ უყვარხარ და "ხარ ერთადერთი", როდესაც ყველა მის მეგობარში (საპირისპირო სქესის, რა თმა უნდა), ფარული მეტოქე გეჩვნება და ამას ამჟღავნებ... ისე, მსუბუქად...
მაგრამ როდესაც უკვე კარგად გაიცანით ერთმანეთი, გიყვართ ერთმანეთი და ენდობით ერთმანეთს, ეჭვიანობა დიდი სისულელეა... ჩემი რჩევა მას ვინც ეჭვიანია - ჩაიხედეთ თქვენს თავებში, იქნებ სწორედ იქ არის მიზეზი? იქნებ არ ღირს საყვარელი ადამიანის მობილური ტელეფონის გაჩხრეკვა და საფოსტო ყუთის შემოწმება? იქნებ უბრალოდ ენდოთ??...
:ფილოსოფიურიდაფსიქოლოგიურისმაილიკი:
This post has been edited by Ekooo on 28 Nov 2006, 12:04
Selfishness is not living as one wishes to live, it is asking others to live as one wishes to live.