არა ძმობილო, საქმე შენში არ არის.
ჩემი ძმაკაცისა არ იყოს: გოგოს როცა ვატყუებ,
მაშინ გამომდისო და როცა კი სერიოზულად დავაპირეო,
ეგრევე უარი მითხრესო, და ვქლიავდებიო, რატომ არის ესეო
დასკვნა ერთია: როცა სერიოზულად ხარ გოგოსთან და მთელი სერიოზულობით უდგები და
შესაბამისად ისიც გრძნობს ამას, რაგაც აღარ უნდება ურთიერთობა, ინტერესი ეკარგება,
საკუთარი თავის მნიშვნელობას გრძნობს, საკუთარ ქალურობითაა აღტაცებული და ამას ფსიქოლოგიურად
ვეღარ უძლებს და თავში უვარდება (თითონ შეიძლება ამასაც ვერ ხვდებოდეს). ზოგადად კი
ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, სხვა ნაკლებად აინტერესებს, ანუ
სხვას ვეღარ აფასებს, უმადურიც კი ხდება. ნუ ეს ზოგადად, და გოგო-ბიჭის ურთიერთობაში კი
ამას ასე ხსნიან: ''ნუ გოგოა და რას იზავ?'' ან ''გოგოა ძმაო და როგორ გინდა" და მსგავსი ლაი-ლაი
მე ხაზი მინდა გავუსვა: ეს მოსდით გამოუცდელ გოგოებს და არა ქალებს (ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზიგიერთმა
ეს ქალების საწინააღმდეგო და დასამცირებელ პოსტად არ აღიქვას).
რაც შეეხება იმას, როცა ატყუებ გოგოს ან ნახევრად ატყუებ
ამ დროს შენ მთელი შენი ყურადღებით არ ხარ გადართული მასზე,
გოგო გრძნობს, რომ ის არ არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
და შესაბამისად ეს უტყდება, ანუ ეჭვებშია. ამ დროს მას საკუთარ
თავზე წარმოდგენა არ ეზრდება, პირიქით თუ ხდება- ნეტა რა ხდება?
ცუდად ვიქცევი ან ცუდად გამოვიყურები, ნეტა ''ის'' ნათქვამი ხომ არ ეწყინა
(ანუ ცოტა მწარედ რომ გითხრა

)და მსგავსს ფიქრებსა და ეჭვებშია.
ეს კი იმას იწვევს, რომ მის სიტყვებსა და საქციელს უარის ფორმა აღარ აქვს
და ურთიერთობაშიც მოგყვება.
ანუ ფსიქოლოგიური მომენტია და მეტი არაფერი.
ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ გოგოს მოსწონხარ, ანუ პირველი აუცილებელი ეტაპი სახეზეა

კიდევ ერთს აღვნიშნავ: ნუ შენ ეს ყველაფერი გესმის და გინდა რომ ნახო ისეთი,
რომელთანაც ამ სულელური ''ფსიქოლოგიური'' ბარიერის გადალახვა არ მოგიწევს
და შეხვდები ერთი შეხედვით ამ ''მომენტებისაგან'' თავისუფალ გოგოს
და ეგრევე ეხსნები...
მარა არაფერი გამოგივა
არ არსებობს გოგო, რომელიც აღნიშნულისაგან თავისუფალი იქნება
ხოდა რჩევა: სანამ გოგოს არ შეაბავ, არ აგრძნობინო, რომ მის გარეშე ცხოვრება არ გინდა,
ანუ არ შეაგდო ურთიერთობის ბედი გოგოს კაპრიზებზე და მის წიკებზე,
თორემ ძნელად თუ რამე გამოგივა და თუ გამოგივა ეგეც ისე, რომ შენი ხასიათის
ნახევარი უნდა დამალო, რადგან არ მეგულება ბიჭი, რომელსაც გოგოს კაპრიზების
მოთმენა ბოლომდე უნდოდეს, ცოლად მოყვანის შემდეგაც- მოკლედ თუ ეს თავიდანვე
ვერ შეძელი, ერთი რამე გრჩება - მისი ''ბლატაობა'' არ მოითმინო,
გამოავლინო უნდა ხასიათი და თქვა- არა გენაცვალე, ბევრ რამეს ვთმობ,
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც გინდა და როცა გინდა, იმას გააკეთებ!!!
ან დარჩება შენთან და მოიშლის თავის კაპრიზებსა და ''მწვალებლობას'' ან კიდევ
დაგშორდება. ორივე ვარიანტი შენთვისავეა სასარგებლო. ნუ მეორე ძნელი იქნება,
მაგრამ რას იზავ, იმას ასი თავით ჯობია: გოგოს ''ამაღლებული'' ხასიათიდან რაიმე კარგს ელოდო.
და რომ დაუკვირდე, ქვეცნობიერად მაინც, გოგოს ეგეთი ბიჭი უნდა გვერძე რომ ყავდეს,
ანუ რომელიც ''ლაგამს ამოსდებს''. ძაან ცოტაა ისეთი, რომელიც ამ ''რეცეპტს'' არ დაექვემდებარება
ეეჰ, არადა რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია, გინდა იყავი მასთან, არ გინდა უარი უთხარი,
საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხარ, უთხარი ბიჭს: ცოტახანი დამაცადე და გეტყვი პასუხს.
რაო გოგონებო ძნელია ეს?
ბევრი გოგო ევროპას და იქაურ ეთიკას მისტირის და ეს მარტივი, ჯანსაღი დამოკიდებულება კი არ აქვს ბიჭის მიმართ.
სხვათა შორის, სხვაგან ამის ნახევარის ცოდნცა არ არის საჭირო, შედარებით მარტივად წყდება ურთიერთობები.
ნუ რას ვიზავ, ქართველები ვართ და გამოსავალი ყველგან უნდა ვნახოთ