მოდით ნუ ვჭამთ ერთმანეთს და ნუ ვიშვერთ ერთმანეთისკენ ხელს,
ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთი ქალაქის მკვიდრნი
ბოლო-ბოლო ერთი ფორუმის წევრები
მოვეფეროთ და გავუღიმოთ ერთმანეთს, თუნდაც მაშინ, როცა ვშორდებით...
თუკი ერთმანეთს შორდებიან ეს არ შეიძლება იყოს მარტო გოგოს ან მარტო ბიჭის ბრალი,
ამაში ორთავე აშავებს, იშვიათია ის შემთხვევა, როცა ერთის გამო ხდება ჩხუბი და დავიდარაბა...
მე კაცის პოზიციიდან ვილაპარაკებ: კი მტკივნეულია, როცა გოგო გიყვარს და აკეთებ
ყველაფერს, რაც კი შეგიძლია, რის საშუალებასაც შენი ნატურა გაძლევს, მოკლედ თავს
არ ზოგავ და შედეგი კი არ არის სასურველი,ანუ გოგო ამას სათანადოდ არ (ვერ) აფასებს და კიდევ (უსიტყვოდ, სიტუაციურად)
უფრო მეტს ითხოვს (ამის მიზეზი შეიძლება რეალურად სისულელეც კი იყოს)... ეს არაა ადვილი ასატანი
მაგრამ ჯობია სხვანაირად შევხედოთ ამ სიტუაციას - ჯანდაბას ჩემი თავი, ჯანდაბას ჩემი პირადი
ცხოვრება (ნუ დროებით), მთავარია გოგო მიხვდეს, რომ ასე მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება,
რომ უფრო ფაქიზად შეიძლება მიუდგე ბიჭის გრძნობებს, უფრო პასუხისმგებლობით და დაფიქრებით.
მოკლედ მთავარია მიხვდეს თავის შეცდომას და ჩემთან თუ არა, სხვასთან მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა,
სხვასთან შექმნას ის ჯიგრული ქართული ოჯახი. ბოლო-ბოლო მე ის მიყვარს და მინდა კარგი იყოს,
მინდა ბედნიერად ცხოვრობდეს და თუ სამწუხაროდ ეს ჩემთან არ გამოვა, რა ვუყოთ, იყოს სხვასთან,
იქნებ ის სხვა ჩემზე უკეთესია?

მაინც გამიხარდება, ოღონდ ნუ იქნება ისეთი, როგორც მე მექცეოდა...
თუ მე არ ვარ ბედნიერი, გავიხარებ სხვის ბედნიერებით, სანამ ღმერთი მეც არ მაჩუქებს იგივე ბედნიერებას...
ჯობია იმაზეც მოვუხადო ბოდიში, რომ ვერ ვიყავი ისეთი, როგორიც მას უნდოდა, ბოლო-ბოლო
მე ის მიყვარს და დაე, მე ვიქნები მტყუანი.
ეს უბრალოდ ადამიანურია და მეტი არაფერი.
რაც შეეხება ამ ლექსს, მასში აშკარად იგრძნობა კაცის გულისტკივილი და დანანება, აშკარად ჩანს,
რომ მას ენანება თავის ძველი სიყვარული და თვით ეს ქალიც. და ერთი შეხედვით თვალშისაცემი ცინიზმი,
რეალურად ცინიზმი არაა, არამედ ძველი უიღბლო სიყვარულის სიმწარე, რომელსაც ვეღარ გაუძლო
ადამიანურად და ნათქვამს სიმწარეც დაჰყვა...
მოკლედ შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მითუმეტეს შეყვარებულთა უმეტესობა
ახალგაზრდაა და შესაბამისად, ჯერ ვერ გამოსულა ყმაწვილურ ოცნებათა (და პროტოტიპთა) სამყაროდან,
ჯერ არ იცის, რომ რეალური ცხოვრება და სიყვარული რეალურობაში, ბევრად განსხვავდება რომანტიკულ
ფილმებში და ლამაზ რომანებში მოთხრობილი სიყვარულისგან. სამაგიეროდ ამ დაშორების ტკივილებისგან და
პრობლემებისგან ბევრს სწავლობენ და უკეთესნი ხდებიან (იმედია)...
მოკლედ გავუღიმოთ ერთმანეთს
არ გამოვიდა დღეს? გამოვა ხვალ