ანუ, ვითომ რომ თავისთვის ლაპარაკობს რამდენიმე ადამიანი და სინამდვილეში რომ ვიღაცას განგებ ასმენინებს.
მაგალითად ჩვენსკენ ასეთი შემთხვევა მოხდა.
თბილისისკენ მარშუტკა მოდიოდა და წითელსოფელთან გზაზე ვირი გადმოვიდა, მძღოლმა მუხრუჭის დაჭერა ვერ მოასწრო და ვირი გაიტანა.
იცოდა რა რომ "ხალხის პირიდან ვეღარ ამოვიდოდა" (ანუ ხშირად დასცინებდნენ), ამიტომ მგზავრებს სთხოვა: "თქვენი ფული არ მინდა, ოღონდ არ გამამხილოთო".
მგზავრებიც დათანხმდნენ (მაგრამ ეგეთ ამბავს როგორ დაიჭერ?!)

ხო და, ერთხელაც დგას "შოფრებთან" ერთად საფიხვნოზე (ბირჟაზე), და ერთი მძღოლი ყვება (სინამდვილეში კი ამ მძღოლს "ასმენს", ინტერესში აგდებს.
-"მივდივარ კაცო, წითელსოფელთან, მივდივარ ასე 80-100-ით და წინ ბოჩოლა არ გადმომიხტა?!, ვარიდე, ვარიდე და მძლივს ავარიდეო" (მთელი ექსპრესიით ყვება).
- "სადა, სადაო?" (წამოეგო ეს ჩვენი მძღოლი ანკესს".
- "სად და შენ რომ ვირი გაიტანე, ზუსტად იქაო".