გააჩნია მამაკაცს
მთავარია არ დაიბოღმოს, მესმის ძნელია, მაგრამ დაბოღმა თავად მას არაფერს კარგს არ მოუტანს, ხოლო ქალი თავის ცხოვრებით წავა.
არ ღირს არცერთი ადამიანი (ქალი იქნება თუ კაცი-მსგავს ურთიერთობებში) იმად, რომ შენს მომავალ ცხოვრებაზე ზეგავლენა მოახდინოს, კვალი დატოვოს!
საბოლოოდ ისე გამოვა, რომ შენ საკუთარი ცხოვრებით არ გიცხოვრია და ქვეცნობიერად შენს გადაწყვეტილებებზე, შეხედულებებზე, პრინციპებზე და ქმედებებზე მასთან დაკავშირებული ამბავი ახდენს გავლენას!
ღირს კი ის ამად, რომ საკუთარი ცხოვრება დაკარგო?!
ამიტომ ჯობია ისე იცხოვრო თითქოს არ მომხდარა შენს ცხოვრებაში ასეთი რამ და ყოველ ახალ ადამიანთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყო და ეჭვის თვალით არ შეხედო შენს ცხოვრებაში გამოჩენილ ახალ ადამიანს, რომელიც არაფერ შუაშია