Bсе зависит от диаметра иглы.

(© Кавказская пленница)
გააჩნია: არის კაცი რომელსაც პრინციპში არ შეუძლია სერიოზული გრძნობების განცდა - ამნაირი უპრობლემოდ დაივიწყებს, ვისაც სერიოზული გრძნობები აქვს - ალბათ გარკვეული ხანი დეიტანჯება - საბოლოოდ ისიც დაივიწყებს (სავარაუდოდ, სხვა ქალის მეშვეობით). მთავარია ეს გრძნობა პარანოიაში არ გადაიზარდოს, თორემ, შეიძლება სახიფათოც გამოდგეს. თუმცა, ამის საფრთხე მინიმალურია.
ამას გარდა, რატომღაც არის გავრცელებული ასეთი აზრი (კაცებშიც და ქალებშიც), რომ ვინმესგან მიტოვება სირცხვილია, ეს იმას ნიშნავს რომ ცუდი ხარ, არ ვარგიხარ დ.ა.შ. ჰოდა, შეიძლება მერე ამის საფუძველზე კომპლექსი ჩამოუყალიბდეთ. არადა, სინამდვილეში არაფერი ამისი მსგავსი! ადამიანები მუდმივად იცვლებიან (ნუ, რაღაც დოზით - არაფერი უცნაური იმაში არაა რომ დღეს ქონდეს რაღაცა გრძნობა და ხვალ არა (მით უმეტეს, თუ პრინციპულად არ სეუძლია ჰქონდეს გრძნობა

).
ამიტომ არაა საჭირო მძაფრი რეაგირება ჩემი აზრით, just forget და მორჩა.
აი, პირადად, ნამდვილად არასოდეს მქონია პრობლემა ამასთან დაკავშირებით და არც დამცირებულად მიგრძვნია თავი. - წავიდა და წავიდა. ქალების მეტი რაა?

ნუ, მართალია ზოგჯერ შეიძლება შეხვდე... თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, თან პირადული.