რატომ მიმატოვე? რატომ დამივიწყე?
სევდამ დამათოვა, გული გამიცივდა...
ვეღარ განვიცადე ნამდვილი სიყვარული,
რადგან გაკერპდა შენგან ნატკენი გული!
ჩემი საოცნებო გრძნობათა კორიანტელი
გაადნე როგორც თოვლის ფანტელი,
ცხოვრებამ დაკარგა ლამაზი ფერები
და ჩემთვის დარჩა ეფემერები...
მაგრამ მე ვიცი, რომ დრო მიშველის
და დამავიწყებს შენს სახეს შთენილს.
ვიცი წინ მელის დიდი სიყვარული,
რადგან კვლავ დამრჩა მე წრფელი გული!
და მე ვიქნები, დიახ, ბედნიერი
არ დაილევა ჩემი ლხენის დღენი.
აი, შენ კი დარჩები ერთი, ეული
უსიყვარულოდ გადარეული;
გამიხსენებ და მიხვდები ცოდვას,
მუხლმოდრეკილი დაიწყებ ლოცვას:
ღმერთს შეავედრებ ჩემს დაბრუნებას,
მაგრამ დამორჩილდები მის სამართლიან ნებას
და სიკვდილამდე მიეცემი სევდას!
დაგტანჯავს გულის მწარე აპათია,
მაგრამ დამშვიდდი, მე შენ გაპატიე!!!
(ისე მე მინდოდა, რომ აქ გაპატიე-ს მაგივრად ვერ გაპატიე ყოფილიყო....)
* * *
მე ლექსის წერა არ მინდოდა... ჰოდა ავტირდი
მწარე სიმართლე რომ გამერითმა თითქოს არ მსურდა,
ცრემლის მდინარე ჩემი თვალიდან მღვრიედ დაეშვა
და შენს კალთაში ტალახისფრად მიტომ დაგუბდა.
მე გიყურებდი არ შემეძლო შენთვის შემეხო
ხელი ბინძური რომელიც მე სუფთა მეგონა
გული ოხრავდა ჩემი თვალები აფრქვევდნენ სითბოს
შენ კი ვერ გრძნობდი ქვასავით იდექ ჩემო გოგონა
ჩემი გიწოდე მაგრამ სხვისი ხარ გული გრძნობს ამას
სხვისი ხარ სხვისი და ეს ამრუდებს გზას ჩემსა სავალს
გულს რას უბრძანებ მაინც უყვარხარ გულს ტვინს კი აგარ
და ეს გული მკლავს გული რომელსაც შენ ურტყამ ლახვარს
არ შემიბრალე უფსკრულთან მდგარი და ხელი მკარი
ყორნებს მიუგდე ჩემი თავი საჭმელ-საძიძგნად
და უყურებდი როგორ მძიძგნიდა ყორანი შავი
წარბ შეუხრელი უმოძრაოდ იდექ საზიზღრად!