უარყოფითი თვისებები ყველას და ყველგან გვაქვს, მაგრამ რეალურად რასაც ვფიქრობ არის
ზედმეტი ამბიციურობა, პრეტენზიულობა და უტაქტობა. ახლა ცოტა გამოსულ
ქალებზე ვამბობ, იმათზე არა, ყველაფერზე თავს რომ გიქნევენ, შენი ჭირიმე
და ოღონდ ცოლად მომიყვანეო და ნასკსაც გაგხდი თუ გინდაო

იმას არ ვამბობ რომ თავზე უნდა გადააჯ**ვინო ვინმეს (ქალის პოზიციიდან) ან ვაბშე
არაფრის გაფიქრების/ოცნების უფლებაც არ უნდა გქონდეს, რა სისულელეა.
ამბიცია უნდა გქონდეს ადამიანს და ცოტა პრეტენზიაც, ოღონდ ეს ყველაფერი ზომების
ფარგლებში და არა მეტი. ჩვენთან კიდევ ძალიან ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი და არა მარტო
ქალი, კაცებიც, რომლებსაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავებზე,
თუმცა სულაც არ მიუღწევიათ იმდენი რომ ასე იფიქრონ.
ხოდა მერე ისეთი მოთხოვნები უჩნდებათ, ხშირად პირღიას დაგტოვებენ კაცს, აი მაგალითად ოჯახს
ფინანასურად უჭირს, ახლა ღატაკი ოჯახი არაა მაგრამ ისე აქვს რომ იტყვიან "сводят концы с концами"
მარა იქ ცოლს უნდა ყველაფერი კარგი და ახლავე, ავეჯი მინდა კაიო რა პონტიაო მერე რაღაზე მომინდებაო,
ტელეფონი მინდა კაიო, კაი ადგილებში ვიაროთო სულო, აბა რას მოგყავდი ცოლადო მაგის ტრაკი თუ არ გაქო...
კი იტყვით რომ ასეთ ხალხთან არ უნდა გქონდეს ურთიერთობაც კი, მაგრამ ეგ მერე ხდებიან ეგეთები,
თავიდან სანამ შენი მეუღლე არ გახდება სულ სხვანაირია

ხოდა კიდე ტაქტი აქვს ქართველს სასწავლი, ელემენტარული ტაქტი და ეთიკა. კაცებსაც ვგულისხმობ
რაღათქმა უნდა, მაგრამ რადგან ქალების საპატივსაცემოდ არის გახსნილი თემა, ელემენტარული უტაქტობის
და არაეთიკის მაგალითი:
რძალ-დედამთილი.
---------
ვინც მეტყვის რომ მანდ მარტო ტაკქტი არაა, მანდ ეჭვიანობააო, ვუპასუხებ რომ რაზომც ეჭვიანობა არ იყოს
იმდენი ტაქტი და სიყვარული უნდა ქონდეს ორივეს და იმდენი რიდი ქმრის/შვილის რომ მისი ხათრით პატარა კომპრომისებზე
წავიდნენ. რა თქმა უნდა აქ თვითონ კაციც დიდ როლს თამაშობს.
ის ოჯახი სადაც რძალი და დედამთილი ერთმანეთს ხრავს და ჭამს, ჩათვალეთ კაცი როგორც ქმარი და შვილი თავის სიმაღლეზე
ვერაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რძალს ან დედამთილს ელემენტარული ტაქტის გამო არ შეეძლოთ დათმობაზე წასვლა.
თან რაზომც გასაკვირი არ უნდა იყოს ყველანაირი მაიმუნური წვრილმანებისგან ხდება ეს ეთმანეთის გადამტერება.
ისეთები როგორიცაა მაგალითად "ეს საშაქრე მაგიდაზე რატომ დევს, ჩემთან სულ კარადაში უნდა იყოს", "მერე რა
ჩემთან ოჯახში სულ მაგიდაზე იდო და ასე შევეჩვიე"; "ბავშვს თბილად ჩააცვი როცა ასეირნებ, გიჟი ხარ გინდა გაგიცივდეს?"
"მაგის დედა მე ვარ და ჩემი საქმეა როგორ მოვუვლი" და ასე შემდეგ.
იდეა მიხვდით იმედია

კეთილი სურვილებით.
//Distortion