laloxeverროგორ გეკადრებათ, მე სად მოვიტყუე რომ დიპლომი მაქვს? ჯერ კიდევ ცოდნას ვეუფლები..
რაც შეეხება ამ ფრაზას "უინტერესო ხალხი ხართ ეს ქართველები", საიდან იცით რომ ქართველი ვარ? იქნებ არ ვარ ქართველი?
ცივილიზაციის განვითარება იმიტომ ვახსენე, რომ ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად უფრო იზრდება საფრთხე, რომ ადამიანმა სულიერება დაკარგოს და უბრალოდ მექანიზმად იქცეს... რომანტიკულობაც მგონი სულიერების მაჩვენებელია?
მე სულაც არ მქონია პრეტენზია იმაზე, რომ ჩემი მოსაზრება რომანტიკაზე აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო. თუ ვინმე დამიმტკიცებს რომ ვცები, მადლობას ვეტყვი.