ძალიან ბევრი მასეთი დღე მქონდა და მაქვს.
ყველაზე უჩვეულოს მოვყვები ახლა:
ახალი წელი ახლოვდებოდა და გათოვებას არ აპირებდა... ძალიან მინდოდა თოვლი და ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რა ბედნიერი ვიქნები, ახალი ქლის ღამე თოვლი რომ მოვიდეს-მეთქი.
ახალი წლის ღამეა და ჩემი შეყვარებული მირეკავს: ფანჯარაში გამოიხედეო, გავიხედე და თოვს სასწაულად

10 წთ ითოვა, დიდი ლამაზი ფიფქები მოდიოდა.

თურმე რა მოხდა... ჩემმა შეყვარებულმა მთაში 2 სატვირთო მანქანა გაუშვა თოვლის ჩამოსატანად, მაგრამ წყლიანი თოვლი იყო და ვერ ჩამოიტანეს. ახალ წლამდე თეატრში უნახავს სპექტაკლის დროს ფიფქები ცვიოდა და წავიდსა თეატრში , მოხსნა აპარატურა, რომელიც იქ იყო დამონტაჟებული და ჩემი სახლის სახურავზე დააყენა. 12-ს 5 წუთი რომ აკლდა ღილაკს თითი დააჭირეს და გათოვდა

გვერდით ქუჩაზე მოძრაობა გაჩერდა, ხალხი გაოცებული გადმოდიოდა მანქანებიდან, ერთ ქუჩაზე თოვდა, მეორეზე კი დარი იყო.

ერთ- ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.