*****
შენა ხარ ნაზი, სათნო, კეთილი
შენ ხარ სანთელი ჩამოღვენთილი
შენა გაქვს ნაზი, მშვიდი ბუნება
რითაც შესძელი ჩემი ცდუნება
შენმა სილამაზემ მზეც კი დაჩრდილა
შენს წინ ცხოველიც დაიჩოქებდა
შენი ტანი ჰგავს იმ ლამაზ ლერწამს
მოქანდაკე რომ სათუთად ძერწავს...
*****
უკვე მივიღე, რასაც ველოდი
რომლის შიშისგან მე ძლიერ ვკრთოდი
იმედი გაქრა (

) ვითა სიზმარი
და გულს დამაწვა მე შავი ლოდი
შენი გაცნობის იმავ წამიდან
რად არ ვიცოდი რა მომელოდა
რად არ ვიცოდი შენდამი ტრფობა
ტანჯვის საგანი გამიხდებოდა
მე სხვას ვფიქრობდი ბედით ტანჯული
სხვა მიზნებისკენ ისწრაფდა გული
მინდოდა (შენ... ხო, ხო, შენ...) რომ გამხდარიყავ
ლამაზო, ჩემი შეყვარებული...
მინდოდა, კარგო, შენზე ამეგო
ჩემი ცხოვრების მე კარიერა
და გავმხდარიყავთ ჩვენ როგორც ერთი
ერთად აგვენთო საერთო კერა
ნუთუ ფიქრობ, რომ არ არსებობენ
ქვეყნად ლამაზი შენზე ქალები
არიან, მაგრამ მე შენ მიყვარხარ
შენსკენ მოჰქრიან ჩემი თვალები
იქნებ მას ფიქრობ, რომ შენს დუმილით
შენდამ სიყვარულს მე დავივიწყებ
და წუთიერი დაშორებითა
მე არასოდეს არ დაგივიწყებ!!!*****
ფანჯარა გავაღე, მზე უკვე ჩადიოდა
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა
ვინ იცის... იქნებ ბოლო დღე მთავრდებოდა
და ჩემი ცხოვრებაც იმ ღამეს მთავრდებოდა
მაგრამ რატომღაც ეს არ მაშინებდა
რომ შენზე ფიქრები მე თან გამყვებოდა
ო, ღმერთო ჩემო, რა იქნებოდა
ისე მოგეკალი, არვინ მყვარებოდა
*****
მე არა მხიბლავს ყველას ეშხი და სილამაზე
პეპელასავით არასოდეს ვეტრფი მე მრავალს
მე ერთი მიყვარს, მხოლოდ ერთი ამ ქვეყანაზე
და იმ ერთისთვის საფლავშიაც ღიმილით ჩავალ
*****
შენ თუ იცი რატომ მიყვარს ეს სიცოცხლე?
იმიტომ, რომ არსებობ და მე
გიპოვე*****
მაშინ შემიყვარდი... როცა ზღვაში ცრემლი ჩამივარდა
მაშინ შეგიჯავრებ... როცა ზღვაში იმ ცრემლს დავინახავ
*****
ვფიქრობ და მიკვირს
თურმე როგორ მომნატრებიხარ
და ახლა ვხვდები
რა ძალიან შემყვარებიხარ...
*****
შენს ღიმილს ვნატრობდი, მტანჯავდა სიმარტოვე
დაბოლოს ნანატრი ღიმილით მიმატოვე...
This post has been edited by doxaburi on 16 Feb 2009, 00:07
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.