ე.წ-ს იმიტომ ვხმარობ რომ მეგობარი გოგოს (იგივე GF) ინსტიტუტი დასავლეთიდანაა შემოსული და აქ ცოტა დაამახინჯეს ფორმები...
გოგოს და ბიჭს ერთმანეთის მიმართ თუ აქვთ სტანდარტულზე მეტი გრძნობები და აქვთ სექსი, უკვე მეგობარ გოგოს უწოდებენ...
მეგობარი გოგო თუ გყავს, წესით ერთადაც უნდა ცხოვრობდეთ, ასე ვიცი მე... შეიძლება ვცდები...
ანუ თანაცხოვრებაა ოფიციალური საბუთების გარეშე...
მე რაზეც ვსაუბრობ - ანუ როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ აქვს გრძნობები, აქვს სექსი, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ და არც საზოგადოებაში აკეთებენ თავიანთი ერთად ყოფნის აფიშირებას, მანდ მეგობარი გოგოს წინ უკვე ე.წ-ს ვხმარობ...
იმიტომ რომ არც მეგობარი გოგოა ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო და არც სტანდარტული შეყვარებული...
შეყვარებული წარმომიდგენია მე როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს და განიხილავენ მომავალში ერთად ყოფნის პერსპექტივას...
სანამ გაგვისწორდება ერთად ვიყოთ, მაგრამ აფიშირება არ მოვახდინოთ ამისი, ეს არც შეყვარებულობაა და არც GF-BF...
გოგოსთან რო 5-ზე მეტჯერ ჰქონიათ სექსი და GF-ს ეძახიან, ეგ უფრო მხვდება ყურში "ცუდად"..
ცოტა ისე ვწერ რო მეც მიჭირს მგონი აზრის გამოტანა
This post has been edited by Frankens†ein on 12 Jul 2014, 08:15