shokoladkaარაფრის მთქმელი თვალები
შეშლილი გამოხედვა
გაოცებული სახე რომელზედაც ადვილად ამოიკითხავდით
რატომ?
რისთვის?
რა დავაშავე?
იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და უსიტყვოთ უყურებდა, როგორ მიდიოდა
მიდიოდაც არა უფრო მიჰქროდა
არადა სინამდვილეში ნელი ნაბიჯებით, თავ აწეული და თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ნელი ნაბიჯით უკანმოუხედავად გამომწვევად მიდიოდა
მიდიოდა და უჩუმრად ცრემლი მოსდიოიდა
ისე რომ თვითონაც ვერ გრძნობდა.....
გული სტკიოდა და ცდილობდა არ შეემჩნია საკუთარი თავისთვის...
სცილდებოდა თავის წარსულს და ცდილობდა სულ ტყუილად, რომ დაევიწყებინა ბედნიერი წუთები....მაგრამ არ გამოსდიოდა
იდგა და უყურებდა,....
უყურებდა და უსვამდა საკუთარ თავს კითხვას რატომ? რისთვის....
ნერვიულობდა და მაინც ფიქრობდა,
იხსენებდა
ბედნიერ
წუთებს
არც ცდილობდა რომ აღარ ეფიქრა
უნდოდა დაეძახა და მოებრუნებინა
მაგრამ
ყელში გაჩხერილი ბურთი არ აძლევდა ამის საშუალებას,,,,
უყვარდა
და
არ შეეძლო დავიწყება
იდგა და ელოდა როგორ მიეფარებოდა თვალს,
მიეფარა თვალს
შებრუნდა და გულგატეხილი, გაოცებული წავიდა ..........
რომ დარწმუნდა რომ უკვე ვეღარ ხედავდა, გაჩერდა მოიწმინდა ცრემლები
რომელიც მხედველობაში უშლიდა ხელს
ამოიოხრა და გააგრძელა გზა
მაგრამ ვეღარ მიდიოდა
არ უშვებდა
გული
მიხვდა, რომ
ვერ წავიდოდა,
ტყუილი გამოდგა მისი გადაწყვეტილება
მიხვდა, რომ
ვერ იცხოვრებდა
ვერ იოცნებებდა
ვერ გაიცინებდა სიხარულისგან
ბედნიერი ვერ იქნებოდა
სძლია გულის გატეხვას, სიყვარულმა
გაეღიმა................
მიბრუნდა და გავლილი გზა ისევ გაიარა
სევდა ნარევი ღიმილით მიდიოდა
მივიდა...
იმ ადგილას
რაღაც უნდოდა ეთქვა................
აჰაა ეს შენ