Sappho
Immigration Consultantions

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1144
წევრი No.: 84383
რეგისტრ.: 11-February 09
|
#12949588 · 14 Mar 2009, 16:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის სექსუალური ორიენტაცია? სექსუალური ორიენტაცია არის ადამიანის ოთხი სქესობრივი მახასიათებლიდან ერთერთი და იგი განირჩევა კონკრეტული გენდერის მიმართ მდგრადი ემოციური, რომანტიკული, სქესობრივი და სასიყვარულო ლტოლვის მიხედვით. დანარჩენი სქესობრივი მახასიათებლებია: ბიოლოგიური სქესი, გენდერული ორიენტაცია და სოციალური სქესობრივი როლი (მიდრეკილება კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული მამაკაცური ან ქალური ქცევის კულტურული ნორმებისაკენ). ამჟამად ანსხვავებენ სამი სახის სექსუალურ ორიენტაციას: ჰომოსექსუალი, რომელიც გულისხმობს ლტოლვას თავისივე სქესის წარმომადგენლებისაკენ, ჰეტეროსექსული – ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაკენ და ბისექსული – ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლებისაკენ. ჰომოსექსული ორიენტაციის პირებს ზოგჯერ გეებს (მამაკაცებსაც და ქალებსაც) ან ლესბოსელებს (მხოლოდ ქალებს) უწოდებენ.
სექსუალური ორიენტაცია განსხვავდება სექსუალური ქცევისაგან, რადგან იგი აღწერს გრძნობების თვითგაცნობიერებას. ინდივიდებმა შეიძლება გამოხატონ ან არ გამოხატონ ქცევაში თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.
რა აყალიბებს პიროვნებაში გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციას? მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როგორ ვითარდება ინდივიდში კონკრეტული სექსუალური ორიენტაცია. სხვადასხვა თეორიები სხვადასხვა წყაროებით ხსნიან სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებას. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური, შინაგანი ჰორმონალური ფაქტორები ან ადრეულ ბავშვობაში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება. ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ ადამიანში სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება ხდება ადრეულ ასაკში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.
არის თუ არა სექსუალური ორიენტაცია არჩევნის შედეგი? ადამიანთა უმრავლესობას მოზარდობის პერიოდში, სანამ არ მიიღებს სექსუალურ გამოცდილებას არ უყალიბდება სექსუალური ორიენტაცია. ზოგიერთის მტკიცებით, ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ შეეცვალათ თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსულისაკენ. ამ მიზეზით, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს შეგნებული არჩევანის შედეგს, რომელიც შეიძლება ნებაყოფლობით შეიცვალოს.
არის თუა არა ჰომოსექსულობა ფსიქიკური დაავადება ამ ემოციური პრობლემა? არა. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს დაავადებას, ფსიქიკურ აშლილობას ან ემოციურ პრობლემას. უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია თავისთავად არაა დაკავშირებული ემოციურ ან სოციალურ პრობლემებთან.
წარსულში, ჰომოსექსულობა ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა. პროფესიონალებსაც და საზოგადოებასაც გააჩნდათ არაობიექტური ინფორმაცია, რადგან ისინი ძირითადად შეისწავლიდნენ და მსჯელობდნენ მხოლოდ იმ ლესბოსელებისა და გეების მაგალითებზე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიოდნენ. როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს მონაცემები სხვა გეების შესახებ, რომლებიც არ გადიოდნენ მკურნალობას, ცხადი გახდა, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას.
1973 წელს, ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაადასტურა ახალი გამოკვლევების მნიშვნელოვნება იმითი, რომ ამოიღო სიტყვა "ჰომოსექსულობა" ფსიქიკური და ემოციური დაავადებების ოფიციალური სიიდან. 1975 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამაც მიიღო ამ აქციის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ორივე ასოციაცია მოუწოდებს ყველა პროფესიონალს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, გაუწიონ მათ დახმარება და გაუქარწყლონ ხალხს ილუზია, თითქოს ჰომოსექსუალური ორიენტაცია დაკავშირებულია ფსიქიკურ დაავადებასთან. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰომოსექსულობის ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოღების შესახებ, მისი სისწორე მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა.
შეიძლება თუ არა ლესბოსელები და გეები იყვნენ კარგი მშობლები? დიახ. შედარებითმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰომოსექსულ და ჰეტეროსექსულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვების განვითარებაში არ არსებობს არავითარი სხვაობა არც ინტელექტუალური, არც ფსიქოლოგიური თუ სოციალური შეგუებულობის, კონტაქტურობის, გენდერული როლისა თუ სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
კიდევ ერთი სტერეოტიპი ჰომოსექსუალების შესახებ - არსებობს მცდარი აზრი, თითქოს გეი მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება მიდრეკილება ბავშვებზე სექსუალური ძალადობისაკენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში. ამის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს.
რატომ აცხადებენ ზოგიერთი გეები და ლესბოსელები თავიანთი სქესობრივი ორიენტაციის შესახებ? იმიტომ, რომ მათი პიროვნების ამ ასპექტის სხვებისათვის გაზიარება აუცილებელია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. აღმოჩნდა, რომ ლესბოსელების და გეი მამაკაცების თვითშეგნების განვითარების პროცესი, რომელსაც ხშირად "იატაკქვეშეთიდან გამოსვლასაც" ეძახიან, მჭიდრო კავშირში იმყოფება ფსიქოლოგიურ შეგუებულობასთან – რაც უფრო კარგად აქვს გათვითცნობიერებული ლესბოსელს ან გეი მამაკაცს თავისი რაობა, მით ჯანმრთელია იგი ფსიქიკურად და უფრო განვითარებული აქვს ღირსების გრძნობა.
რატომ არის "იატაკქვეშეთიდან გამოსვლის" პროცესი ძნელი ზოგიერთი გეებისა და ლესბოსელებისათვის? ეს გამოწვეულია მცდარი სტერეოტიპების და მათ მიმართ დაუსაბუთებელი უარყოფითი დამოკიდებულების არსებობით. ლესბოსელებისა და გეი მამაკაცებისათვის "იატაკქვეშეთიდან გამოსვლის" პროცესი შეიძლება ძალიან რთული და ემოციურად მძიმე აღმოჩნდეს. როცა ეს ადამიანები პირველად აცნობიერებენ ლტოლვას თავიანთივე სქესის მიმართ, მათ შეიძლება დაეუფლოთ "განსაკუთრებულობისა" და მარტოობის შეგრძნება. "იატაკქვეშეთიდან გამოსვლის" შემთხვევაში ისინი შეიძლება ასევე გარიყული იქნან ოჯახებიდან, მეგობრების, თანამშრომლების და რელიგიური საზოგადოებების წრიდან.
ამას გარდა, ჰომოსექსუალი ხშირად ხდება დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასეთი დისკრიმინაციისა და ძალადობის შიში ხშირად ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ლესბოსელებისა და გეების განვითარებისათვის. 1989 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ, ბოლო წლის განმავლობაში, გეი მამაკაცების 5%-მა და ლესბოსელების 10%-მა განიცადეს ფიზიკური ძალადობა ან შეურაცხყოფა მხოლოდ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო; ხოლო მთელი ცხოვრების განმავლობაში, 47%-ს მიმართ განხორციელებული იქნა სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია. სხვა გამოკვლევამაც დისკრიმინაციისა და ძალადობის ასეთივე მაღალი დონე უჩვენა.
რა უნდა გაკეთდეს, რომ გეებმა და ლესბოსელებმა შეძლონ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის დაძლევა? ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ დადებითი დამოკიდებულება აქვთ ჰომოსექსუალთა მიმართ არიან ისინი, ვინც იცნობს ერთ ან მეტ ასეთ პიროვნებას. ამის გამო ფსიქოლოგები თვლიან, რომ გეების, როგორც ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, არ არის წარმოქმნილი მათთან რეალურად ურთიერთობის გამო და არის მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპების შედეგი.
ამას გარდა, ჰომოსექსუალთა დაცვა დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან ძალზედ მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა უმცირესობისა. ზოგიერთი შტატები სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ინდივიდის მიმართ ძალადობას აფასებენ, როგორც ‘სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს’, ხოლო აშშ-ს რვა შტატში არსებობს კანონები სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ
შეიძლება თუ არასქესობრივი ორიენტაცია შეიცვალოს თერაპიის მეშვეობით? არა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას და არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი იმისათვის, რომ ვეცადოთ შევუცვალოთ გეებს ან ლესბოსელებს ორიენტაცია, ზოგიერთი ინდივიდები შეიძლება შეეცადოს საკუთვარი ან სხვა პირის (მაგალითად მშობლებმა მათი შვილის) ორიენტაციის შეცვლას. ზოგიერთი თერაპევტი, რომელიც მუშაობს ამ პაციენტებთან, აცხადებენ, რომ მკურნალობის შედეგად მათმა კლიენტებმა ორიენტაცია შეიცვალეს (ჰომოსექსულობიდან ჰეტეროსექსულობისაკენ). თუმცა, მათი ანგარიშების უფრო დაკვირვებით შესწავლისას ვლინდება რამოდენიმე ფაქტორი, რომლებიც ეჭვს აღძრავენ: ასეთი განცხადებების უმრავლესობა კეთდება სექსუალური ორიენტაციის იდეოლოგიურ პერსპექტივაზე მომუშავე ორგანიზაციების, და არა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მკვლევარების მიერ; არ არსებობს მკურნალობისა და შედეგების აღმწერი საბუთები საკმარისი რაოდენობით; და ბოლოს, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კლიენტები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, ძალზედ მცირეა.
1990 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ არ არსებობს შემობრუნების თერაპიის ქმედითობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი და მას ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ინდივიდის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ მისი სქესობრივი ქცევის შეცვლას. ამას სჭირდება პიროვნების ემოციური, რომანტიკული და სქესობრივი გრძნობების შეცვლა და მისი თვითაღქმის, სოციალური თვითშეგნების რესტრუქტურიზაცია. თუმცა, ზოგიერთი ფსიქოლოგები ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის შეცვლას, შეიძლება დაიბადოს შეკითხვა: ეთიკურია თუ არა ეცადო თერაპიის მეშვეობით შეცვალო ადამიანის თვისება, რომელიც არ წარმოადგენს არანორმალურს და, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია პიროვნების თვითაღქმისათვის. გეები და ლესბოსელები, რომლებიც მიმართავენ თერაპევტის დახმარებას, ძალზედ ხშირად საჭიროებენ არა სექსუალური ორიენტაციის შეცვლას, არამედ ისეთივე პრობლემების მოგვარებას, როგორიც შეიძლება წარმოექმნას ნებისმიერ ჩვენთაგანს. გარდა ამისა, მათ შეიძლება ესაჭიროებოდეთ დახმარება "იატაკქვეშეთიდან გამოსვლაში" ან მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების, დისკრიმინაციის და ძალადობის დაძლევაში.
რატომაა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ჰომოსექსულობის შესახებ მეტი ცოდნა? საზოგადოების განათლება სექსუალური ორიენტაციისა და ჰომოსექსულობის საკითხებთან დაკავშირებით დაგვეხმარება დავძლიოთ უსაფუძვლო უარყოფითი დამოკიდებულება გეების მიმართ. ზუსტი ინფორმაცია ჰომოსექსულობის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცდილობენ სქესობრივად გააცნობიერონ თავიანთი თავი. შიში, რომ ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იმოქმედებს ვინმეს სქესობრივ ორიენტაციაზე უსაფუძვლოა.
მითი 1: თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდინათ თქვენივე სქესის ადამიანმა, თქვენ ხდებით ჰომოსექსუალი ფაქტები: ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება სიცოცხლის პირველივე წელს, ამიტომ თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდ * * * მითი 1: თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდინათ თქვენივე სქესის ადამიანმა, თქვენ ხდებით ჰომოსექსუალი ფაქტები: ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება სიცოცხლის პირველივე წელს, ამიტომ თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდინათ ვინმემ, ამას უკვე აღარ შეუძლია იქონიოს გავლენა თუ რომელი სქესი მიგიზიდავთ უფრო ძლიერად მომავალში.
მითი 2 : ჰეტეროსექსუალური სიყვარული – ერთადერთი სწორი ფორმაა, რადგან ბავშვების გაჩენამდე მივყავართ ფაქტები: უდავოდ, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის სექსუალური ურთიერთობის შედეგად იბადება ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰომოსექსუალური სიყვარული ნაკლებმნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში არც ჰეტეროსექსუალური პარტნიორების ერთობლივი ცხოვრებაა მხოლოდ ბავშვების გაჩენაზე ორიენტირებული - ესაა ადამიანური სიახლოვის გამოხატულება, ერთმანეთისათვის სიხარულის მინიჭების, ამ ურთიერთობიდან სიამოვნების მიღების სურვილი. მაშინ რატომ გვეჩვენება არაბუნებრივად, როცა ორი ერთი და იგივე სქესის ადამიანიც აქეთკენ მიილტვის?
მითი 3: ლესბოსელები მტრულად არიან განწყობილნი მამაკაცთა მიმართ ფაქტები: გიყვარდეს ქალი – სულაც არ ნიშნავს გძულდეს მამაკაცი. სიყვარული – ეს, რაც არ უნდა ითქვას, პოზიტიური ემოციური მდგომარეობაა. ქალის ქალისადმი სიყვარულმა არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარე სამყაროსთან მის დამოკიდებულებაზე, კერძოდ კი საწინააღმდეგო სქესთან. უბრალოდ, მასკულინურ კულტურაში, მისთვის დამახასიათებელი ეგოიზმითა და ამპარტავნების გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიიჩნევა, რომ ქალი შეიძლება განიცდიდეს ღრმა გრძნობებს მამაკაცის მონაწილეობის გარეშე. ჰომოსექსუალობა ბუნების საწინააღმდეგოა ფაქტები: ჰომოსექსუალობა არსებობდა ყველა დროის ყველა კულტურაში – ზოგი საზოგადოება კიცხავდა მას, ზოგი იღებდა (ეკიდებოდნენ მოთმენით ან მოწონებით). ჰომოსექსუალური ქცევა ახასიათებთ ცხოველებსაც. მას შეიძლება დავაკვირდეთ მაიმუნებში, თოლიებში, ბატებში, ცხვრებში. ბუნებაში სექსუალური ქცევა მრავალნაირია და ექვემდებარება ადამიანურ იდეოლოგიებსა და იდეალებს
ჩატარებულმა კვლევებმა მათ შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალება მისცეს: იმის ალბათობა, რომ ჰომოსექსუალობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი ურთიერთობები ოჯახში (ავტორიტარული დედა და უნებისყოფო მამა), ძალიან მცირეა თეორია იმის შესახებ, რომ ქალური ჰომოსექსუალობა ჩნდება მაშინ, როცა გოგო როლურ მოდელად ირჩევს მამას არ დასტურდება სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ ჰომოსექსუალობის მიზეზი ხშირად საკუთარი სქესის უფროსის მიერ ბავშვის გარყვნაა, მცდარია სექსუალური უპირატესობები მოზარდობის ასაკში მყარად ყალიბდებიან; ზრდასრული ადამიანების სექსუალურ ორიენტაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად ხდება ბავშობაში ან მოზარდობის ასაკში, ჰომოსექსუალები ჰეტეროსექსუალ თანატოლებზე იშვიათად არ შედიან ჰეტეროსექსუალურ კონტაქტში, თუმცა ამ პროცესით ან ნაკლებად, ან საერთოდ არ კმაყოფილდებიან ბავშვების სათამაშო ქცევის შეუსაბამობა მათ სქესთან (მაგალითად თუ ბიჭს უყვარს თოჯინებით თამაში) არის მნიშვნელოვანი (მაგრამ არა აბსოლუტური) მაჩვენებელი მომავალში ჰომოსექსუალიზმის განვითარებისა
ავტორების ყველაზე საინტერესო დასკვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი შემოწმებული ფსიქოლოგიური თეორიის დამტკიცება, ჰომოსექსუალობის ფენომენი ალბათ ბიოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული. ბელის, ვაინბერგის და ჰამერსმიტის აზრით, შესაძლოა ეს ფაქტორი ნაყოფის პრენატალური განვითარების პერიოდში ანომალიური ჰორმონალური სტატუსია. თუმცა, ვინაიდან ავტორებს არ ჩაუტარებიათ ცდისპირებისთვის არც ენდოკრინოლოგიური არც გენეტიკური გამოკვლევები და არ გამოუკითხავთ ცდისპირთა დედები იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა ორსულობამ, უნდა ითქვას, რომ ეს დასკვნა მხოლოდ აბსტრაქტულ ხასიათს ატარებს. ჰომოსექსუალობის ბიოლოგიური წარმოქმნის შესახებ თეზისი დეტალურ შემოწმებას მოითხოვს.
მასალა მომზადებულია "სექსოლოგიის საფუძვლების" მიხედვით
ბიოლოგიური თეორიები ბევრი ჰომოსექსუალი ამტკიცებს, რომ მათ სექსუალურ ორიენტაციას ბიოლოგიური მექანიზმები განსაზღვრავენ, რომლებზეც მათ არ ძალუძთ ზემოქმედება. ამ მტკიცების შესამოწმებლად სხვადასხვა სახის კვლევა ჩატარდა.
გენეტიკური ფაქტორები ჰორმონალური ფაქტორები
ფსიქოლოგიური თეორიები
ფროიდის კონცეფცია ფროიდი ვარაუდობდა, რომ ჰომოსექსუალობა ყოველი ადამიანის ბისექსუალობისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების შედეგია. ჩვეულებრივ პირობებში ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარება ჰეტეროსექსუალური გზით მიდის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ოიდიპოსის კომპლექსის არასწორი დაძლევის შემთხვევაში (იხ. გვ. 194//), ნორმალური განვითარება შესაძლოა შეჩერდეს "მოუმწიფებელ" სტადიაზე, რაც საბოლოო ჯამში ჰომოსექსუალობასთან მიგვიყვანს. გარდა ამისა, ფროიდის აზრით, ვინაიდან ყოველ ადამიანს აქვს ჰომოსექსუალობისკენ ფარული ლტოლვა და გარკვეული გარემოების ფონზე (მაგალითად, კასტრაციის დაუძლეველი შიშის შემთხვევაში მამაკაცებთან), ჰომოსექსუალური ქცევა შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს.
ჰომოსექსუალობის შესახებ ფროიდის შეხედულებათა საკმაოდ მკაფიოდ გადმოცემა რთულია, რადგან ამ თემაზე იგი შედარებით ცოტას წერდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზმა გაამყარა წარმოდგენა ჰომოსექსუალობაზე, როგორც ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ ფორმაზე, ფროიდი ფრიად ლოიალურად იხსენიებდა ამ სექსუალურ ორიენტაციას წერილში, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დედას მისწერა:
რა თქმა უნდა ჰომოსექსუალობა არ არის ღირსება, მაგრამ ამაში არაფერია სამარცხვინო, - ეს არ არის მანკი, არ არის დეგრადაციის ნიშანი, მას არ შეიძლება ეწოდოს ავადმყოფობა; ჩვენ მას სქესობრივი განვითარების ერთგვარ ვარიანტად განვიხილავთ. წარსულისა და თანამედროვეობის ბევრი პატივცემული ადამიანი ჰომოსექსუალია, თანაც მათ შორის ბევრი გამოჩენილი ადამიანია (პლატონი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და სხვები). ჰომოსექსუალთა დევნა არა თუ უსამართლობა, არამედ დანაშაულია და სისასტიკე. (Historical Notes, A Letter from Freud, 1951).
ფიქრობდა თუ არა ფროიდი სინამდვილეში იმას, რასაც წერდა, თუ ის უბრალოდ უბედურებით გულმოკლული დედის დამშვიდებას ცდილობდა - გაურკვეველია, მაგრამ ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ფროიდის ბევრ მიმდევარს ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ეკავა. (იხ. მიმოხილვები Karlen, 1971; Green, 1972; Tripp, 1975).
ბიბერის მოდელი ვინაიდან ფროიდმა გამოთქვა აზრი, რომ ჰომოსექსუალობა შესაძლოა მშობლებსა და შვილებს შორის არასწორი ურთიერთობის შედეგი იყოს, ი. ბიბერმა და მისმა კოლეგებმა (Bieber et al., 1962) გამოიკვლიეს თავიანთი პაციენტების ოჯახური ცხოვრება, რომელთაგან 106 – ჰომოსექსუალი, ხოლო 100 ჰეტეროსექსუალი იყო. აღმოჩნდა, რომ ბევრ ჰომოსექსუალს მეტისმეტად ავტორიტარული დედა და უნებისყოფო მამა ჰყავდა. ჰეტეროსექსუალთა მშობლებში ამგვარი თანაფარდობა იშვიათი იყო. ბიბერმა უარჰყო ფროიდის ფსიქიკური ბისექსუალობის კონცეფცია და გამოთქვა აზრი, რომ ჰომოსექსუალობას საპირირსპირო სქესთან ურითიერთობის შიში წარმოშობს.
მამაკაცებთა ჰომოსექსუალობის ამ სავარაუდო "მიზეზის" შემდგომმა კვლევებმა წინააღმდეგობრივი შედეგები მოიტანეს.
ბენეს მონაცემებით (Bene, 1965), ჰომოსექსუალ მამაკაცებს მამებთან ახლო ურთიერთობა გაცილებით ნაკლებად ჰქონდათ, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს; ჰომოსექსუალი მამაკაცები უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ მამებს გამოფიტულ, უიღბლო ადამიანებად, თუმცა არ უჩიოდნენ დედების გადამეტებულ ავტორიტარობას.
განსხვავებული აზრი აქვს გრინბლატს (Greenblatt, 1966): მისი მონაცემებით ჰომოსექსუალი მამაკაცების მამები კეთილი და მზრუნევლი ადამიანები არიან, ხოლო დედები არ გამოირჩევიან არც ზედმეტი მზრუნველობით და არც ძალაუფლებისმოყვარეობით; ზიგელმანი (Siegelman, 1974) მიუთითებს, რომ ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით არ არსებობს რაიმე არსებითი განსხვავება, ფსიქოლოგიურად კარგად ადაპტირებულ ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა ჯგუფებს შორის.
ბიბერის შეხედულებები არ დადასტურდა არც ბელის, ვაინბერგისა და ჰამერსმიტის კაპიტალურ კვლევებში.
ამ თემისადმი მიძღვნილ მიმოხილვაში მარმორი (Marmor, 1980) ასე წერს:
ჰომოსექსუალები გხვდებიან ისეთ ოჯახებშიც, სადაც დედა თავდაჭერილი და ცივია, ხოლო მამები ძალიან ახლოს არიან ბავშვებთან, და ისეთ ოჯახებშიც, სადაც უფროს ძმებთან ურთიერთობა "არაერთმნიშვნელოვანია". იმ ოჯახებში, სადაც ბავშვი დედის ან მამის ნაკლებობას განიცდიდა, და ისეთებშიც, სადაც მამების იდეალიზება ხდებოდა, ხოლო დედას მოსამსახურის როლი ჰქონდა მინიჭებული. და მაინც, "მიუხედავად იმისა, რომ კეთილდღეობასმოკლებულ ოჯახებში აღზრდილ ბიჭებში მაღალია ჰომოსექსუალური ორიენტაციის განვითარების ალბათობა", ეს ყველაზე არ ვრცელდება.
ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებისას, ვოლფი (Wolff, 1971) მივიდა აზრამდე, რომ მის მიერ შესწავლილი 100 ლესბოსელის ოჯახიდან ყველაზე ტიპიურია ისეთი დედა, რომელიც უარყოფს შვილს ან გულგრილია მის მიმართ და მამა, რომელიც ან განზე დგას, ან მუდმივად შინ არაა. ვოლფი დარწმუნებული იყო, რომ ლესბოსელები ის გოგონები ხდებიან, რომლებსაც დედები არ უთმობენ საკმარის ყურადღებას და არ ამჟღავნებენ სიყვარულს და ამით აიძულებენ, რომ ეს ყველაფერი სხვა ქალებთან ეძიონ, ხოლო მამასთან სიახლოვის არარსებობა ართმევს მათ საშუალებას, ისწავლონ მამაკაცებთან ურთიერთობა. ამ დაკვირვებებს უნდა დაემატოს ის, რომ ბევრი ჰომოსექსუალი საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახიდანაა Tripp, 1975; Gagnon, 1977; Masters, Johnson, 1979). ბევრი მშობელი შვილის ჰომოსექსუალობაში საკუთარ თავს ადანაშაულებს და ცდილობს უპასუხოს კითხვას "რა გავაკეთეთ არასწორად?", თუმცა თანამედროვე მონაცემები არ გვაძლევენ უფლებას, ცალსახად ვამტკიცოთ, რომ ჰომოსექსუალობა ყოველთვის ან, ჩვეულებრივ, არასწორი აღზრდის შედეგია.
ბიჰეივიორისტული თეორიები დასკვნითი შენიშვნები "მიზეზების" შესახებ როგორც უკვე ითქვა, არ არსებობს საერთო აზრი ჰომო ან ჰეტეროსექსუალობის მიზეზების შესახებ. რამდენიმე ყველაზე ცნობილ ჰიპოთეზაზე მსჯელობისას თითქმის ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ არსებული მონაცემები არ არის საკმარისი და საჭიროებს შემდგომ შემოწმებას. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ზოგიერთი ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმე, მართლაც, შეიძლება, საფუძვლად ედოს ამ გადახრას ადამიანთა გარკვეულ პროცენტში. ამასთანავე, სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში მოყვანილი ჰიპოთეზებიდან ბევრი სრულიად მცდარად გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჰომოსექსუალობის წარმოქმნის მთავარ მიზეზად ჩვენ დაბადების შემდგომ მოვლენებს მივიჩნევთ, არ უარვყოფთ პრენატალური დაპროგრამებულობის შესაძლებლობას.
სექსოლოგიის საფუძვლები William H.Masters, Virginia E. Johnson, Robert C. Kolodny
|