საკუთარი, კუთვნილი სახელით მიმართვა ყველაზე თბილი, ახლო და ინტიმურია.
მე მიყვარს ხშირად ვუმეორო ადამიანს თავისი სახელი და ამაში ჩემი განცდები ჩავდო.
შესაბამისად, ჩემდა უნებურად, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორ და რანაირად მომმართავს ადამიანი.
ამის შემდეგ მოდის თვალებით კონტაქტი. მე მიყვარს სასურველი ადამიანის თვალებში შესვლა და მისი შეგრძნება. შესაბამისად სხვის თვალებს ჩემკენ მომართულს ან ჩემს გვერდით, მაგრამ არ მომართულს, ინსტინქურად ვაკვირდები და მეკითხვინება.
ხოლო, სინქრონში, სახელით ან მეტსახელით მომართვა და მზერა წამებში აცხადებს მის დამოკიდებულებას შენდამი.
ალბათ, ადამიანები ამას ინსტინქტურად ხვდებიან, მაგრამ არ იმჩნევენ ან ვერ იაზრებენ.
ხო, და პოსტი იგი სკრიპტუმი, მაგრად არ მომწონს არასექსუალური სახელები, ბოთე, გოჭი, უნია, უსხუნა და ა.შ.
თავი პლუშის სათამაშო ეგონება ადამიანს ისეთი სისულელეებია.

პპს - თუმცა ადრე ასეთ თემაში დამიპოსტავს ეს. დეჟა-ვიუა თუ ის სხვა თემა იყო?
levani169 - კაი რაა.
This post has been edited by ESTRELLA on 23 May 2016, 15:02