ეხლა წარმოვიდგინე ჩემი იქ წასვლის პროცესი
ნუ მარტო ხო არ წავალ, ვინმე დაქალი უნდა ავიყოლიო.
იქ წამსვლელებიდან მარტო ერთი მყავს ეგეთი.
მაგრამ ის ძაან აზაბოჩენი ტიპშაა

ძაან
ნუ დავუშვატ და წავედით
დავიკავეთ კაი ადგილები და
ჰოი საოცრებავ...
დაიწყო შოუ
გამოხტნენ კაცმაცუნები
საცოდავ საცვლებში შემოსილნი
ისეთებში, რომ იფიქრებ, "რა იყო, ნაჭერი არ ეყოთ შეკერვისას თუ რაშია საქმეო?"
და ჩვენს მაგიდაზე დაიწყეს ცეკვა.
ნუ ჩემი დაქალი ალბათ სტვენით გასკდება. მართლა გასკდება, გაიბერება და აფეთქდება.
მეც რაღაცას ვბალელშიკობ
მერე ვამჩნევთ, რომ თვალებში რაღაცნაირად გვიყურებს
აააა
ფული უნდა
დავაძრობთ 20 ლარიანებს და ტრუსიკში ჩავუტენით
ის კიდე მერე საიდან არ ვიცი, მაგრამ თავის ვიზიტკას დააძრობს და ხელში ჩაგვიდებს ჩუმად მე და ჩემ დაქალს
მე და ჩემი დაქალი ერთმანეთს შევხედავთ და გასაგები იქნება რასაც აღნიშნავს ჩვენი მზერა, ის თვალებით მანიშნებს: "ჩემი კაცია, არც იფიქრო არაფერზე".
არა რა
რა მინდა იქ
მაინც არ გამახარებენ
და თუ ცუდი ტიპი აღმოჩნდება, ხო საერთოდ, ჩამიშხამდება დღე
გავთხოვდები და ქმარს წავიყვან
გავაგულავებ