ვიცოდი რომ მაგას დაწერდი. მართალი ხარ, საუბარი ტიპაჟზე იყო და არა კონკრეტულ პერსონაჟებზე. და მაინც, მე რომ გოგო ვიყო, ავტორს გამოკითხვის არაკორექტულობაში დავადანაშაულებდი. დაჭაშნიკების გარეშე ვინმეს ან რამის არჩევა поступок весьма опрометчивый.
ბუნდოვნად(სკლეროზ) მახსოვს სკოლის დროს წაკითხული ნოველა. ავტორი კინგი, სპილბერგი, ან შელდონი(შეიძლება SCO-მ გაიხსენოს

). სკოლის მასწავლებელს ოთხი ყაზილარი გააუპატიურებს ჯგუფურად. ის, ვისაც რიგმა ბოლოს მოუწია, კაკ რაზ, ჯაყოს ტიპაჟია და ქალმა მასთან განიცადა ორგაზმი. პირველად ცხოვრებაში! მორალურად განადგურებული და შეურაცხყოფილი ქალი ქმარს ყველაფერს უყვება. ნუ, იმას რა შეეძლო? შეპირდა დამნაშავეებს დავსჯიო და ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ მძიმე ტრავმის გადატანაში დახმარებოდა. მიუხედავად საყვარელი ადამიანის მხრიდან გაგებისა და მხარდაჭერისა, ქალი თავს იკლავს. ქმარი, როგორც კი შოკისგან ოდნავ გონს მოვა, დანაპირებს შეასრულებს. ოთხივე მოკლა, თუ ერთი ხეიბრად დარჩა არ მახსოვს ზუსტად. ქალის სუიციდის მიზეზი კი მხოლოდ გაუპატიურება არ ყოფილა, როგორც ქმარს ეგონა. საქმე იმაში იყო, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა და ეგონათ, რომ ინტიმური მხარეც წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ როგორც გამოირკვა, ქალი ორგაზმს არ განიცდიდა. საერთოდ არ იცოდა რა ხილია, ამიტომ მიაჩნდა, რომ ყველაფერი ნორმალურად აქვთ. გაუპატიურების შემდეგ კი თავი ვეღარ დააღწია იმ მოძალადეზე ფიქრს, რომელმაც ეს გრძნობა პირველად განაცდევინა. სუიციდის მთავარი მიზეზი გახდა ზუსტად ის ფსიქოლოგიური ჩიხი, რომელშიც მოექცა შინაგანი კონფლიქტის გამო, სადაც ცხოველური ინსტინქტები ის-ის იყო გამარჯვებას იზეიმებდნენ ინტელიგენტობაზე, პურიტანულ აღზრდაზე, და საერთოდ, წესიერი ქალის მისეული წარმოდგენების მთელ კომპლექსზე!
მორალი(გოგოებს ეხება, განსაკუთრებით ქალიშვილობაზე ჩაციკლულებს): ჭაშნიკი სწორი არჩევანის საწინდარია!
whiteCBR This post has been edited by Георгий Орлов on 8 Oct 2013, 12:33