დანარჩენში რჩევა ცოტა არ იყოს და მეზარება. ნუ, ვიდეოები უნდა დაიდოს ალბათ მაკიაჟზე, როგორც თქვეს, ასევე დიზაინერების ნამუშევრები ცოტა დიდი ფორმატით, რომ გარჩევა შეიძლებოდეს... ქართველი კი არა და ვინც არ უნდა იყოს, ინტერვიუები და უაზრო ყრანტალი დიდად არ მაინტერესებს კი არა და სისულელეა... და ა.შ.
ასევე კარგი იქნებოდა, ბიზნეს ქალებისთვის სხვადასხვა ჩაცმულობების შეთავაზება. იმიტომ რომ როგორც ვამჩნევ, არა მარტო ქართულ, უცხოურ საიტებზეც რთულია ბიზნეს ჩაცმულობების ნახვა.
ფერებს რაც შეეხება, ვარდისფერს გირჩევ, საერთოდ არ გამოიყენო. იმდენად ყველგანაა, მართლა, რომ ყელშია და ეხლაც იმ სურათს რომ შევხედე, ვარდისფერმა აშკარად ცუდად იმოქმედა.
მე პირადად ცოტა მკაცრ ფერებს ვანიჭებ უიპრატესობას და რა თქმა ნუდა, შავი პირველ ადგილზეა. ძალიან მიყვარს შავი ფონის საიტები

ნუ, არ ვიცი.. ეგ შენ გადაწყვიტე, თუმცა ალბათ წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, - ამ ფერთა თამაში ყველაზე ნორმალური იქნება

))
ვარდისფერი, იისფერი, იასამნისფერი და მსგავსი ფერები ჩემი აზრით ამაზრზენია საიტისთვის დიდი და საშუალო დოზით.