დაპირებული ისტორია
2007 წელი, ნოემბერი, ფორუმ.გე...
PM
გაცნობა...
ბევრი საერთო....
პირველი შეხვედრა და დამეგობრება.
უზომო სიყვარული, ერთგულება თავდადება, ზედ გადაყოლა.
საოცრად მიყვარდა, მართლა... ხანდახან ვფიქრობდი, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი დაქალური და მეგობრული სიყვარული, რაც შემეძლო ყველაფერს ვუკეთებდი, ვაღმერთებდი, მიხაროდა რომ არსებობდა...
ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი გვყავდა, ალბათ ამან განაპირობა თავიდან ასეთი დაახლოება, რაც მთავარია კარგად იცნობდა იმ ადამიანს, რომელიც დღემდე ცხოვრებაზე მეტად მიყვარს...
მერე ძალიან ავად გავხდი და შეყვარებულს წავეჩხუბე, ყოველდღე ვარსებობდი იმით, რომ ვსვამდი იმ დედააფეთქებულ წამლებს (სისასტიკეა, როცა აბებზეა დამოკიდებული ცხოვრება) და ვნახულობდი ამ დაქალს, რომელიც ჩემს შეყვარებულს ელაპარაკებოდა ხშირად (მაშინ ის საქართველოში არ იყო). ერთადერთი, რასაც მისგან "ვითხოვდი", რომ უბრალოდ მოეყოლა როგორ იყო "ის" იქ....
გავიდა 4 თვე, მკურნალობა დასასრულს უახლოვდებოდა და მისი ჩამოსვლის დროც დგებოდა...
ყოველდღე ჩემი დაქალის კალთაში თავჩადებული ვტიროდი და გაჩენის დღეს ვიწყევლიდი (ჩემი ბრალი იყო დაშორება), ისიც მამშვიდებდა და მარწმუნებდა, რომ ყველაფერს იზამდა, რომ შევერიგებინეთ...
მე ძველებურად ვაგრძელებდი მის "მოვლას", ლამის ოჯახის წევრები ეჭვიანობდნენ უკვე, სულ პირზე მეკერა მისი სახელი... ანგელოზს ვეძახდი

ნაცნობები კი Angel-Devil-ის წყვილს გვეძახდნენ

და დადგა ის დღეც, როდესაც ფანჯარაში გავიხედე და შევსებულმა სიცარიელემ "მისი" ჩამოსვლა მამცნო...
იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ მისი ჩემდამი მეგობრობა ფარსი იყო, მე ეგრევე ვიზიზღებდი მათ, დაუჯერებელი იყო, ფაქტიურად წარმოუდგენელი ჩემთვის...
და აი ერთ საღამოს აღმოვჩნდით მე, ჩემი ანგელოზი, "ის" და კიდევ ერთი ადამიანი ერთად, რომელიც დაქალის მეგობრობის სიყალბეში მარწმუნებდა... პრინციპში მარწმუნებდა რა, ერთხელ დამინამიოკა და მე ეგრევე ისტერიკა მოვუწყე ლამის...
ამ "ინტრიგანმა" კიდევ ერთხელ სცადა ნიშანი მოეცა ჩემთვის...
მაგრამ გვიანი იყო
მოგვიანებით განაცხადა ამ ჩემმა "ანგელოზმა", რომ რაის მეგობრობაო, მე ჩემი მიზნები მქონდაო (ამის მერე დავრწმუნდი, რომ დაქალს შეყვარებულზე არაფერი არ უნდა მოუყვე, თორემ "გასინჯვა" მოუნდება)...
მაგრამ მეც ქალი ვარ

თან იმაზე ბევრად ცუდი, გველი, სწერვა და ბოროტი თუ საჭიროა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო

ხოდა ახლა მე გავხდი "ანგელოზი"
შეყვარებულმა ბევრი ითმინა თუ ცოტა, როცა მიხვდა, რომ საკმარისად ვიწვნიე (მართლა მაგარი დავუშავე

) მოვიდა

სამაგიეროდ ვისწავლე უუუუზომო სიძულვილი, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად ავედი ეკლესიაში და სასტიკობა დავიფიცე

ახლა ვარ ბედნიერად და სიყვარულში

სამაგიეროდ სადღაც ზის "ვიღაც" და შეუსრულებელ მიზნებს დასტირის... და კიდევ აქეთ გვადანაშაულებს, რომ ცხოვრება დავუნგრიეთ
კონეც ფილმა
ზატო ორ რამეში დავრწმუნდი:
1) სხვის უბედურებაზე ბედნიერების აშენების შანსი არ გაქვს
და
2) სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია
რასაც მერე მივამატე რომ:
3) სიძულვილიდან მკვლელობამდეც ერთი ნაბიჯია

გაუფრთხილდით ერთმანეთს... მე კი ზუსტად ვიცი, რომ სამყარო ძალიან პატარაა იმისათვის, რომ სადმე დაიმალო, დადებულ ფიცს ავასრულებ აუცილებლად